მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

ჩვენი გუნდი კაპიტალის ბაზრებს გლობალურად მუდმივ რეჟიმში აკვირდება - Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსი

news image
mbc image

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსის, მარიამ ნატროშვილის განცხადებით, კომპანიის კვლევითი გუნდი გლობალურ და რეგიონულ ფინანსურ ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმრობისას მარიამ ნატროშვილმა განაცხადა, ანალიზი მოიცავს როგორც საფონდო ბირჟებსა და ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტებს აშშ-სა და ევროპაში, ისე ობლიგაციების ბაზრებს რეგიონში.

„ჩვენი გუნდი მუდმივ რეჟიმში ფარავს საფონდო ბირჟების მდგომარეობას გლობალურად. გარდა ამისა, ვფარავთ ფიქსირებული შემოსავლის მქონე ობლიგაციებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. ასევე იფარება რეგიონალური ობლიგაციების ბაზარიც - საქართველოს, თურქეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით, როგორც კერძო კომპანიებს, ასევე საჯარო ობლიგაციებსაც.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წამყვანი ცენტრალური ბანკების პროცესებსაც მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით და ამის შესახებ გვაქვს ანალიტიკაც, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. და ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რრომ ვალუტის დინამიკა რეგიონში მუდმივად კონტროლირებადია Galt & Taggart-ის გუნდის მხრიდან და ინდივიდუალური ობლიგაციების ფასებიც ასობით ინსტრუმენტზე ლარში, დოლარსა და ევროში იფარება.
გარდა ფიქსირებული შემოსავლებისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის კვარტალური კვლევები, რომლებსაც ვაკეთებთ უშუალოდ ბაზრების შესახებ - ზოგადად რას უნდა ველოდეთ ბაზრებზე, ძირითადი სიგნალები, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ციკლს, ბაზრის მოწინავე კომპანიებს მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების მიღმა, და აზიის ეკონომიკების განსხვავებულ ტრაექტორიებს. ჩვენ ასევე ვაკეთებთ ჰეჯ ფონდების ანალიტიკას, რომელიც აკონტროლებს ხუთი ძირითადი ინსტიტუციური ინვესტორის, მათ შორის Berkshire Hathaway-ის, Millennium Management-ის და Pershing Square-ის კვარტალურ პოზიციონირებას - რაც ჩვენს კლიენტებს წარმოდგენას აძლევს იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება გლობალური კაპიტალი.

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ აღნიშნული კვლევები ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე მუდმივ რეჟიმში საჯაროდ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ვთვლით, რომ ნებისმიერი მიმართულებით ეს კვლევები მიზნად ისახავს კლიენტს მისცეს ანალიტიკური საფუძველი, თუნდაც ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შესახებ - იქნება ეს ზოგადად კაპიტალის გამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, თუ უბრალოდ იმის გაგება, თუ რა მდგომარეობაა გლობალურ კაპიტალის ბაზრებზე. საქართველოს მსგავსი ბაზრისთვის კვლევითი დაფარვის ასეთი ხარისხი სწორედ ის არის, რაშიც Galt & Taggart-ის გუნდი დიდ ინვესტიციას დებს “, - განმარტა მარიამ ნატროშვილმა. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქვეშეთი–კობის გზაზე 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება

05.10.2026.14:29

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომლის სიგრძე 400 მეტრზე მეტია, ხოლო სიმაღლე ხეობის ფსკერიდან - 166 მეტრი. ხიდის თაღის სიგრძე 300 მეტრია და ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.

თაღოვანი ხიდი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. თაღის ორი ნაწილის შეერთება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. თაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე ხიდის ბურჯები, შემდეგ კი მალის ნაშენი მოეწყობა.

ქვეშეთი–კობის პროექტი ითვალისწინებს 23 კილომეტრიანი, ორზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას, ასევე ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციას. ხუთი ახალი ხიდიდან ოთხზე სამუშაოები მიმდინარეობს, ერთის მშენებლობა კი დასრულებულია.

დასრულებულია 9 კილომეტრიანი ძირითადი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში - რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე დასრულებულია 1,5 კილომეტრიანი და 500 მეტრიანი გვირაბების გაყვანა და რკინაბეტონით მოპირკეთება.

ახალი გზა კობის მიმართულებით გადაადგილების უსაფრთხოებასა და საიმედოობას გაზრდის და ზამთარში მოძრაობის შეზღუდვის პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ხადის ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება მთელი წლის განმავლობაში გადაადგილებისა და საჭირო მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა.

პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა