მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

ჩვენი მევენახეების 74%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო - ლევან მეხუზლა

news image
mbc image

23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან 28 ათასი ტონა მაღალკონდიციური და ხარისხიანია, რაც მთელი მოსავლის 74%-მდეა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ამ ეტაპისთვის გადამუშავებული ყურძნის დიდი ნაწილი საუკეთესო და ხარისხიანია. ძალიან მცირე რაოდენობის, 38 ათასი ტონიდან - 147 ტონამდე ჩაბარდა მკვახე და უხარისხო. ჩვენი მევენახეების 74%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა იმისთვის, რომ მევენახეების დიდმა ნაწილმა ნამდვილად იცის კარგი ყურძნის, ვენახის და ხარისხიანი ღვინის ფასი. ჩვენი მიზანია, რომ ხარისხიანი ყურძნის წილი მოსავალში 100%-მდე გაიზარდოს და არცერთი მტევანი ყურძენი ღვინის სამშობლოში არ იყოს მკვახე და უხარისხო“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს დაფიქსირდა უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, 22 სექტემბერს ცვლილებები შევიდა ჩასაბარებელი ყურძნის დიფერნცირებულ ფასებში და შაქრიანობის მიხედვით განისაზღვრა ახალი ფასები.

შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან შემდეგი პირობებით ჩაიბარებს:
კონდიციური საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, 1 კგ 1,50 ლარით განისაზღვრა. საფერავი, რომლის შაქრიანობა 16%-დან 20%-მდეა ფასი 1,00 ლარი იქნება, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის საფერავის ფასი 50 თეთრი.

რქაწითელის და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული საღვინე სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 19%-ის მქონე ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება, 16%-დან 19%-მდე 90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 50 თეთრი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

23.09.2026.14:13

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით, დაამზადა „SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი - სულ 97 ბოთლი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა