მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ არსებული კურორტების განახლება და მოდერნიზაცია, არამედ ახალი საკურორტო ადგილების განვითარება - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

„საქართველოს კურორტების მრავალფეროვანი პოტენციალი ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი საფუძველია. ისინი ქმნიან ტურისტული პროდუქტის ფართო სპექტრს და საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის მაღალ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფენ. საქართველოს კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტების შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ქვეყანამ ყოველწლიურად მოიზიდოს მილიონობით ვიზიტორი, შექმნას ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე FoResorts! 2025 სიტყვით გამოსვლისას.

ფორუმი კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და მასში კურორტოლოგიის დარგის მსოფლიოში წამყვანი ექსპერტები, მეცნიერები, საკურორტო ინდუსტრიის მაღალი რგოლის მენეჯერები, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და სახელმწიფო სექტორის გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობდნენ.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელთაც მთავრობა საკურორტო სექტორის განვითარებისთვის ახორციელებს. მათ შორის, ირაკლი ნადარეიშვილმა დაასახელა ინვესტიციები როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის, ისე დარგისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. „სახელმწიფოს მიზანია არა მხოლოდ არსებული კურორტების განახლება და მოდერნიზაცია, არამედ ახალი საკურორტო ადგილების განვითარება. ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა ის წინაპირობა, რაც საჭიროა წარმატებისთვის - ბუნებრივი გარემო, მრავალსაუკუნოვანი კულტურა, სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი, თანმიმდევრული პოლიტიკა და მზარდი ინვესტიციები, რაც განაპირობებს საკურორტო ინდუსტრიის მდგრად და კონკურენტულ განვითარებას," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის პრეზიდენტი და იტალიის ქალაქ მონტეგროტო თერმეს მერი რიკარდო მორტანდელო, აზიის განვითარების ბანკის ახალი ლოკაციების განვითარების მიმართულების დირექტორი შრინივას სამპატი, საუდის არაბეთის ჯანმრთელობის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი აჰმედ ალ არეჟი, ბუდაპეშტის სპა და თერმული კურორტების კომპანიის ხელმძღვანელი ილდიკო ბოროსნე სიუტსი, საფრანგეთის Cluster Montagne-ის დირექტორი ბენუა რობერტი, Grand Massif Domaines Skiables-ის გენერალური დირექტორი ფრედერიკ მარიონი და სხვ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა