მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0007
flag
AZN 1.548
-0.0009
flag
CNY 38.871
0.0045
flag
EUR 3.0089
-0.0011
flag
GBP 3.5449
0.0087
flag
KZT 55.95
0.0019
flag
TRY 0.0558
0
flag
USD 2.6315
-0.0012
news banner

ჩვენი მიზანია ქართული სამშენებლო კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან მოთამაშეებად ვაქციოთ - რევაზ სოხაძე

news image
mbc image

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს მთავარი ამოცანა მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების განვითარება, რომლებიც მომავალში საერთაშორისო ბაზარზეც შეძლებენ კონკურენციას.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარისხის მიმართ უკომპრომისო პოლიტიკას გააგრძელებს, რაც კომპანიებს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისკენ უბიძგებს.

„შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში გამოწვევა კომპეტენციის ნაკლებობაც იყოს, თუმცა თამაშის წესებს სახელმწიფო ადგენს. როდესაც ხარისხის მიმართ ჩვენი მოთხოვნები ყველასთვის მკაფიო და უცვლელი იქნება, კომპანიებიც ამ სტანდარტების შესაბამისად იმოქმედებენ. მიხარია, თუ ამ პროცესში ქართული კომპანიები სწრაფად გაძლიერდებიან“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განცხადებით, საქართველომ წლების განმავლობაში საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა, ხოლო დღეს უკვე დროა, ეს გამოცდილება ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად იქცეს.

„საქართველოში არაერთი უნიკალური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ეს არის გამოცდილება, რომელიც ქართულმა კომპანიებმა უნდა დააგროვონ, რათა მომავალში წარმატებით იმუშაონ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. თუ დღეს უცხოური კომპანიები წარმატებით საქმიანობენ საქართველოში, დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც ქართული კომპანიებიც შეძლებენ სხვა ქვეყნებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას“ - აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის თქმით, ეს პროცესი მარტივი არ არის, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიზნესს პარტნიორად განიხილავს და მზად არის, ყველა პრობლემასა და ხარვეზზე ღიად იმუშაოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესისგან მაღალი ხარისხის მოთხოვნა, არამედ საკუთარი საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესებაც. თუ პროცესებში ხარვეზებს ვხედავთ, მათ გამოსწორებაზე დაუყოვნებლივ ვმუშაობთ. სწორედ სახელმწიფოსა და ბიზნესის პარტნიორობით შევძლებთ ძლიერი ქართული სამშენებლო სექტორის ჩამოყალიბებას“ - განაცხადა მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

20.07.2026.17:30

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო - საავტომობილო" შეჩერებული იქნა უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

საქონლის სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდა საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა