მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტის შექმნას დავუჭიროთ მხარი, რათა შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება - დავით სონღულაშვილი

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ი/მ რამინ ნაგიევის სასათბურე მეურნეობასა და წარმოების პროცესს გაეცნო.

მეურნეობაში ერთწლოვანი კულტურები მოჰყავთ და წარმადობა თვეში 20 ტონას აღწევს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. მეურნეობაში 10-15 ადამიანია დასაქმებული.

„სასათბურე მეურნეობების განვითარება ჩვენი აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. წარმოებაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები ფერმერს აძლევს შესაძლებლობას, პროდუქტი არა მხოლოდ სეზონზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში აწარმოოს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტის შექმნას დავუჭიროთ მხარი, რათა შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

რამინ ნაგიევი სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 2025 წელს მან პროექტით „ქართული ბოსტნეული სათბურიდან“ ისარგებლა. სესხის ოდენობამ 250 000 ლარი, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსებამ 125 000 ლარი შეადგინა. დაფინანსება ერთწლოვანი კულტურების წარმოებასა და სასათბურე მეურნეობის შექმნა-განვითარებას მოხმარდა. ბენეფიციარმა სასათბურე მეურნეობის მოწყობის მიზნით 2021 წელს ასევე ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით. 

პროგრამას „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო 2024 წლიდან ახორციელებს, 355 ბენეფიციარი ყავს. 55 ჰექტარ ფართობზე სასათბურე მეურნეობის შექმნისთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემულია დაახლოებით 45 მლნ ლარი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სასათბურე მეურნეობაში მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი იმყოფებოდნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

12.08.2026.14:20

საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს კიდევ ერთხელ ეწვია და ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.

„შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, დემოკრატიულ პროცესებში მათი ჩართულობის როლსა და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებს, მათი დანერგვის პროცესსა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გამოცდილებას.

ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და აღნიშნა, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, სანდო და გადამოწმებული ინფორმაციით უზრუნველყოფაა. მისივე თქმით, ინფორმირებული მოქალაქე უკეთ არის მომზადებული მცდარი ან მანიპულაციური ინფორმაციის ამოსაცნობად, რაც, თავის მხრივ, დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობის შემცირებას უწყობს ხელს. ამ კონტექსტში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პლატფორმის შესახებ Disinfo.cec.gov.ge-ზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ვებგვერდის საშუალებით მათ შესაძლებლობა ექნებათ, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სანდო, გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიიღონ.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო საკითხებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ახალგაზრდების კითხვებს დაეთმო. ინტერაქციის რეჟიმში ბანაკის მონაწილეებმა ცესკოს თავმჯდომარეს სხვადასხვა საარჩევნო თემაზე არაერთი კითხვა დაუსვეს და მათზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ამგვარი ფორმატი ახალგაზრდების პოზიციების მოსმენასა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ღია და ორმხრივი კომუნიკაციის უზრუნველყოფას უწყობს ხელს.

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის ამაღლებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა