ჩვენი მიზანია, შევქმნათ პლატფორმა, სადაც აბიტურიენტები და სტუდენტები საგანმანათლებლო პროგრამებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ - რესან ქიქავა
განათლების მე-13 საერთაშორისოო გამოფენა ექსპოჯორჯიას ორგანიზებით წელს კვლავ მე-11 პავილიონში ფიზიკური ფორმატით ჩატარდება.
დაგეგმე შენი მომავალი ჩვენთან ერთად! ამ მესიჯის ფარგლებში შეეცდება წელს ორგანიზატორი კომპანია განათლების სისტემაში არსებული სიახლეებისა და სასწავლო პროგრამების მომხმარებლამდე მიტანას.
ამასთან ერთად ღონისძიება საშუალებას იძლევა დააკავშიროს ერთმანეთს განათლების სფეროს პროფესიონალები, აბიტურიენტები, სტუდენტები, რომლებსაც სურთ ცოდნის დონის ამაღლება, ხარისხის გაუმჯობესება, პროფესიის არჩევა და ან შეცვლა.
ამ საკითხებზე Business Insideer Georgia-სთან გამოფენების ცენტრის ექსპოჯორჯიას დირექტორი რესან ქიქავა საუბრობს:
![]()
პირველ რიგში ეს არის საგანმანათლებლო შესაძლებლობების და სწავლის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. განათლების გამოფენა ჩვენნაირ განვითარებად ქვეყანაში შეიძლება გახდეს პოზიტიური ცვლილებების ხელშემწყობი. ჩვენ გვჯერა რომ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი საერთო კეთილდღეობა განათლების მეშვეობით, სწორედ ამიტომ წელს უკვე მეთორმეტედ ვატარებთ აღნიშნულ ღონისძიებას.
პირველ რიგში ეს ღონისძიება უზრუნველყოფს ერთ სივრცეში მოუყაროს თავი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროგრამებს და სერვისებს. სტუდენტებს შეუძლიათ ადგილზე დასვან შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები. ამას გარდა მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ ინფორმაციას სტიპენდიების, გრანტების და ფინანსური დახმარების ვარიანტების შესახებ. ეს შეიძლება იყოს ფასდაუდებელი სტუდენტებისთვის,რომლებიც ეძებენ განათლების დაფინანსების გზებს. ასევე ამ ღონისძიებას შეუძლია დაეხმაროს სტუდენტებს გაეცნონ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებს. 2 დღის მანძილზე უწყვეტად მიიღონ შთაგონება დარგის პროფესიონალებისგან, გაეცნონ ინდუსტრიის ტენდენციებს, მოისმინონ წარმატებული ადამიანების გამოცდილებები, ადგილზე მიიღონ რჩევები. და ბოლოს ასე შევაჯამებდი, ეს არის ადგილი, სადაც მათ რეალურად შეუძლიათ გააზრებულად დაგეგმონ საკუთარი მომავალი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: უნივერსიტეტები და კოლეჯები, რომლებიც დამთვალიერებელს სთავაზობენ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს.
პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ პრაქტიკულ უნარებს და გასცემენ სერტიფიკატებს სხვადასხვა პროფესიებსა და ინდუსტრიებში. ფინანსური განათლება; რომელიც წელს პირველად ეროვნული ბანკის ინიციატივით და ბაზარზე არსებული თითქმის ყველა მსხვილი ბანკის ჩართულობით გაიმართება.
სტიპენდიები და საზღვარგარეთ სწავლის პროგრამები, რომლებსაც წარმოადგენენ ამერიკის საელჩო, DAAD საქართველო, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. დასაქმების ფორუმი, რომელიც ადგილზე მისცემს სტუდენტებს შესაძლებლობას გაიარონ პოტენციურ დამსაქმებლებთან გასაუბრებები.
რა სახის სემინარები ან პრეზენტაციები იქნება შემოთავაზებული განათლების გამოფენის დროს?
წლევანდელი პროგრამა უხვად იქნება დატვირთული სამოტივაციო გამოსვლებით. როგორც მონაწილე ისე პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით ჩაინიშნება შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ადამიანებთან. დისკუსიები იქნება მრავალმხრივი და შეეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა, კარიერის დაგეგმვა, სამუშაო მზადყოფნა, საზღვარგარეთ სწავლის სირთულეებთან გამკლავება და სხვა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.