მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0007
flag
AZN 1.548
-0.0009
flag
CNY 38.871
0.0045
flag
EUR 3.0089
-0.0011
flag
GBP 3.5449
0.0087
flag
KZT 55.95
0.0019
flag
TRY 0.0558
0
flag
USD 2.6315
-0.0012
news banner

ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, რომ ბიუჯეტის თანხებით შესრულებული თითოეული პროექტი იყოს ხარისხიანი - რევაზ სოხაძე

news image
mbc image

,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი შუა დერეფნის განვითარების საკვანძო პროექტია. გასული წლის ბოლოს სრულად გაიხსნა რიკოთის მონაკვეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტი იყო, რაც ჩვენს რეგიონში განხორციელებულა. რამდენიმე დღის წინ კი ავტოტრანსპორტისთვის გავხსენით სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებითი 6-კილომეტრიანი მონაკვეთი. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე დარჩენილ 3 კილომეტრზე, რომლის გახსნას ოქტომბერში ველოდებით“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც სოხაძემ აღნიშნა, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც შუა დერეფნის განვითარებაში საკვანძო მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, ბოლო წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო ქვეყნის როლს.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე და აღნიშნა, რომ სამინისტროს მთავარი პრინციპია არა მხოლოდ პროექტების სწრაფად დასრულება, არამედ მათი სწორად და მაღალი სტანდარტით შესრულება.

მისი განმარტებით, გრიგოლეთი - ქობულეთის დარჩენილ 3-კილომეტრიან მონაკვეთზე გარკვეულ კონსტრუქციებზე გამოვლინდა ხარვეზები, რის გამოც კონტრაქტორი საკუთარი ხარჯებით ასწორებს მათ. სწორედ ამან განაპირობა აღნიშნული მონაკვეთის გახსნის ვადის გადაწევა.

„ანალოგიური გადაწყვეტილება მივიღეთ სამტრედია - გრიგოლეთის 6-კილომეტრიან მონაკვეთზეც. მიუხედავად იმისა, რომ მისი გახსნა რამდენიმე თვის წინ იგეგმებოდა, სამუშაოების ხარისხი არ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტს, რომელსაც სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ჰპირდება. გამოვლენილი ხარვეზები შესაძლოა შეუიარაღებელი თვალით არც ყოფილიყო შესამჩნევი, თუმცა ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვერ მივცემთ თავს უფლებას, მცირედი წუნითაც კი ჩავიბაროთ გზა, სკოლა, საბავშვო ბაღი თუ ნებისმიერი სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, რომ ბიუჯეტის თანხებით შესრულებული თითოეული პროექტი იყოს ხარისხიანი“ - აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ხარისხზე გაკეთებული აქცენტი მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება და უკვე პრაქტიკაში ხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებთან თანამშრომლობის გამოცდილებამ კონტრაქტორებს ნათლად დაანახა, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მიმართ მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა.

„მინდა ეს გზავნილი ყველასთვის მკაფიო იყოს, მათ შორის იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც მომავალში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას გეგმავენ. ტენდერში გამარჯვება არ ნიშნავს, რომ ობიექტს ნებისმიერი ხარისხით ჩავიბარებთ. თითოეული კონტრაქტორი ვალდებულია სრულად დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები და უმაღლესი ხარისხის სტანდარტი. ამ მიმართულებით სახელმწიფო იქნება აბსოლუტურად უკომპრომისო და მაქსიმალურად დაიცავს ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

20.07.2026.17:30

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო - საავტომობილო" შეჩერებული იქნა უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

საქონლის სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდა საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა