მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

ჩვენთვის ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მხარდაჭერა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია - „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი

news image
mbc image

„ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული წელს უკვე 23-ედ გაიმართა. ხუთი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცე ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს დაეთმო. კვირეულის გახსნის ცერემონიაზე ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გამარჯვებულები ტრადიციულად საერთაშორისო ჟიურის წარმომადგენლებმა გამოავლინეს. მეორე წელია, თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით დაარსებული საერთაშორისო ფოტოკონკურსის პარტნიორი, „ვოლვო ქარ საქართველოა“.

ეკა კევლიშვილი„ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვოლვო ქარ საქართველოსთვის“ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „ქოლგა თბილისი ფოტოსთან“ უკვე მეორე წელია, სწორედ არტისტების გაძლიერების მიზნით ვთანამშრომლობთ. ვფიქრობთ, რომ გასული წლის თანამშრომლობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამან განსაზღვრა ის, რომ ფოტოკონკურსის პარტნიორობას წელსაც ვაგრძელებთ. გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ მიზნის მიღწევაში, რასაც „ქოლგა თბილისი ფოტო“ ემსახურება. ფოტოკონკურსზე გამოვავლინეთ ჩვენი რჩეულიც - ნინია საბაძე, რომელსაც „ვოლვო ქარ საქართველოს“ სპეციალური პრიზი გადავეცით. მიგვაჩნია, რომ ფოტოგრაფია, ისევე, როგორც ხელოვნების სხვა სფეროები, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო რუკაზე წარმოსაჩენად“.

ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოში“ 50-მდე ქვეყნის დაახლოებით 500 ფოტოგრაფი მონაწილეობდა. საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში დაასახელა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, საუკეთესო კადრი, მობილური ფოტო და კონცეპტუალური ფოტოპროექტი, რომელშიც დაშვებული იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ნამუშევრების ატვირთვა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ამერიკელი ფოტოგრაფები - სტივენ ბენსონი, ჯეფრი ვოლინი, სოლ რობინსი და ჯესიკა ჰაინსი; ქართველი ფოტოგრაფი დინა ოგანოვა და გერმანელი გალერისტი და კურატორი თინა შელჰორნი. საპრიზო ფონდი 6000 დოლარს შეადგენდა.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ალექსანდრე ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

06.07.2026.18:37

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მათემატიკოსის, მეცნიერისა და პედაგოგის ალექსანდრე (სანდრო) ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ბატონ სანდრო ლაშხს მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქართული მეცნიერების, მათემატიკური სკოლისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ქართული მათემატიკისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ისტორიაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ალექსანდრე ლაშხის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მის სტუდენტებს.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა