მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ComCom: „ადამიანის უფლებათა ცენტრის" დოკუმენტი არაერთ ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისია ეხმაურება „ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ 2024 წლის 14 თებერვალს გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილობაა შეფასებული და ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ კომუნიკაციების კომისია მიესალმება კომისიის საქმიანობის, მომწესრიგებელი კანონმდებლობისა, თუ კანონპროექტების განხილვაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას და თავადაც აქტიურად ყოფილა და არის კანონმდებლობისა თუ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კერძო-საჯარო დიალოგის ორგანიზატორიც თუ მონაწილეც. თუმცა, უმნიშვნელოვანესია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა არ გაავრცელონ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი, ფაქტობრივად არაზუსტი ინფორმაცია და დაუსაბუთებელი შეფასებები, კანონმდებლობისა და კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შესახებ.

სამწუხაროა, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" გამოქვეყნებული დოკუმენტი შეიცავს არაერთ ფაქტობრივ უზუსტობას და მეტწილად ეყრდნობა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნას „მაუწყებლობის შესახებ" კანონზე, ისე, რომ მხედველობაში არ იღებს დასკვნის შემდგომ კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესახებ ევროკომისიის ანგარიშებს. აღნიშნული კვლევის რელევანტურობისა და აქტუალურობის თვალსაზრისით საყურადღებოა ისიც, რომ „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები 2023 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში შევიდა, ხოლო „ადამიანის უფლებათა ცენტრის" დოკუმენტი 2024 წლის 14 თებერვალს გამოქვეყნდა.

 

დოკუმენტში პრობლემურად არის მიჩნეული კომუნიკაციების კომისიის წევრთა ნომინირებისა და გათავისუფლების პროცედურა და საფუძვლები, იმ პირობებში, რომ ევროსაბჭოს დასკვნის გამოქვეყნების შემდგომ, საქართველოს პარლამენტმა ევროკომისიისა და კომუნიკაციების კომისიის ჩართულობით შეიმუშავა და მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში. დასახელებული ცვლილებებით  დაიხვეწა კომუნიკაციების კომისიის წევრების არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესები. სამწუხაროდ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის" შეფასებით დოკუმენტში დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებები მხედველობაში არ არის მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები კანონში დოკუმენტის გამოქვეყნებამდე 3 თვით ადრე იქნა მიღებული.

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის" დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ პრობლემურია კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის აუდიტის ჩატარების წესი და რეკომენდებულია, რომ აუდიტი ჩატარდეს კომისიის სახსრებით, მაშინ როდესაც სწორედ ამგვარ მოწესრიგებას შეიცავს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს მოქმედი კანონიც.  შესაბამისად, გაუგებარია „ადამიანის უფლებათა ცენტრის" პოზიცია და რეკომენდაცია აუდიტის კომისიის სახსრებით ჩატარებასთან დაკავშირებით.

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი" ევროსაბჭოს დასკვნაზე დაყრდნობით ასევე მიუთითებს, რომ ქცევის კოდექსის შემუშავების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ინდუსტრიის წარმომადგენლებსაც და ამ მხრივ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი პრობლემურია. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონს არასოდეს შეუზღუდავს მედიამომსახურების მიმწოდებელთა უფლება, თვითინიციატივის ფარგლებში თავად დაედგინათ საკუთარი საქმიანობის მომწესრიგებელი ქცევის კოდექსი. მათი ეს უფლება კიდევ უფრო ცხადად გაიწერა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2023 წლის ოქტომბერში შესული ცვლილებებით და პირდაპირ მიეთითა, რომ  კანონი არ ზღუდავს მედიამომსახურების მიმწოდებლებსა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს, საკუთარი ინიციატივით, ერთობლივად ან დამოუკიდებლად შეიმუშაონ მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისას ქცევის წესები. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც დასკვნა შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობას.

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, აიკრძალოს რეკლამა, რომელიც ლახავს პირის ღირსებას, მაგრამ არ უნდა აიკრძალოს უხამსი ქმედებისა და შეურაცხმყოფელი ენის შემცველი პროგრამების განთავსება. „ადამიანის უფლებათა ცენტრი" ასევე უთითებს, რომ აკრძალვის ნაცვლად, უმჯობესია მსგავსი პროგრამების შეზღუდვა, მაგალითად, პროგრამის დროის ისეთ მონაკვეთში ჩვენებით, როცა, სავარაუდოდ, მას არასრულწლოვნები ვერ ნახავენ. აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას, ხოლო უხამსობის შემცველი პროგრამების რეგულირება გათვალისწინებულია  სწორედ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლში, რომელიც მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვის საკითხებს ადგენს. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიისთვის გაუგებარია ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაცია.

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის" დოკუმენტი ასევე დაუსაბუთებლად მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების რეგულირებისა და შესაძლო თანარეგულირების შესახებ. აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების დირექტივა (AVMSD) მოითხოვს მაუწყებლობის სფეროში სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების რეგულირებას. დირექტივის მოთხოვნას სწორედ ამგვარად განმარტავს აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების ევროპელი მარეგულირებლების ჯგუფი European Regulators Group for Audiovisual Media Services (ERGA), რომელიც სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ დირექტივით გათვალისწინებული საკითხების განმარტებაში ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ტექნიკური ექსპერტიზა გაუწიოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების საკითხებთან დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენდა. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მომზადებაში კომუნიკაციების კომისიასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული  ევროკომისია. ამასთან, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება შეფასებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ცვლილება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების დირექტივის ძირითად პრინციპებთან დაახლოების უზრუნველსაყოფად. ამ პირობებში, ყოვლად გაუგებარია „ადამიანის უფლებათა ცენტრის" განმარტება სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემთხვევებზე მხოლოდ თვითრეგულირებისა თუ თანარეგულირების ფარგლებში რეაგირების შესახებ.

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი" ასევე მიუთითებს, რომ რეკომენდებულია რეგულაციები გახდეს მეტად ნათელი და განჭვრეტადი. ორგანიზაციის პოზიციით, კანონმდებლობაში შემოღებული შეზღუდვებისა თუ კონკრეტული ფრაზების უკეთ განმარტება ან ჩანაცვლებაა საჭირო. „ადამიანის უფლებათა ცენტრი" არ მიუთითებს, რომელი საკანონმდებლო ნორმა როგორ უნდა გახდეს „მეტად ნათელი და განჭვრეტადი", ან კონკრეტულად რისი გამოსწორება შეიძლება მოქმედ კანონმდებლობაში. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კომუნიკაციების კომისიამ სწორედ კანონმდებლობის განჭვრეტადობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიმუშავა, დაინტერესებულ პირებს გაუზიარა და საჯაროდ გამოაქვეყნა მედიაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და უხამსობის რეგულირების შესახებ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების პროექტი, რომელიც კომენტარების მიღების შემდეგ, საბოლოო სახით დამტკიცდება. ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, „ადამიანის უფლებათა ცენტრს" აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციების კომისიას წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით.

 

კომუნიკაციების კომისია კიდევ ერთხელ გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მზაობას და იმედს გამოთქვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კომისიის საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობისა და კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შესახებ საკითხების კომენტირებისას, ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, უსაფუძვლო მოსაზრებებისა და შეფასებების გაკეთებისა და ასევე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავს შეიკავებენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა