მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.4
-0.0122
flag
AZN 1.5518
-0.0003
flag
CNY 38.818
0.0013
flag
EUR 3.014
0.0031
flag
GBP 3.5354
0.0116
flag
KZT 56.45
0.001
flag
TRY 0.0563
0
flag
USD 2.6376
-0.0008
news banner

ComCom-ი საერთაშორისო თანამშრომლობას აფართოებს

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) 2026 წლის ფორუმისა და “AI for Good” გლობალური სამიტის ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა ხელი.

გოგა გულორდავამ კომუნიკაციების კომისიის სახელით ორმხრივი შეხვედრები გამართა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები იორდანიის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასა (TRC) და ბოსნია და ჰერცოგოვინას კომუნიკაციების მარეგულირებელ სააგენტოსთან (RAK) გააფორმა. ComCom-ის თავმჯდომარესთან ერთად მემორანდუმებს ხელი, ერთი მხრივ, TRC-ის თავმჯდომარემ ლარა ელ ხატიბმა, ხოლო, მეორე მხრივ, RAK-ის გენერალურმა დირექტორმა დრასკო მილინოვიჩმა მოაწერეს. მემორანდუმების ფარგლებში მხარეები ტელეკომუნიკაციების სექტორში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივ აქტივობებზე შეთანხმდნენ. 

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელი კომისიის (PSRC) თავმჯდომარე მესროპ მესროპიანთან. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის დასრულებისას მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობა დაგეგმეს. გოგა გულორდავა ასევე შეხვდა მონტენეგროს ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურებების სააგენტოს (EKIP) მმართველი საბჭოს პრეზიდენტს მილან ბ. რადულოვიჩს. შეხვედრის დროს განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობა და დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები. ComCom-ის თავმჯდომარემ შეხვედრის ფარგლებში კომისიის პროექტები წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ ComCom-ის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), გაეროს სააგენტოებისა (UNESCO, UNCTAD, UNDP) და შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) 2026 წლის ფორუმსა და “AI for Good” გლობალურ სამიტში. WSIS-ის ფორუმი არის ინოვაციების ე.წ. ჰაბი, რომლის დროსაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები აფასებენ WSIS+20-ის ფარგლებში მიღებული რეზოლუციით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესს, მიმოიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: უნივერსალური დაკავშირებადობა, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურა, კიბერუსაფრთხოება, ციფრული ინკლუზია, ონლაინ სივრცეში არსებული რისკები, დეზინფორმაცია, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მომხმარებლებსა და ადამიანებზე ორიენტირებული ციფრული მომავალი და სხვა. წლევანდელი WSIS-ის ფორუმი ITU-ს 2026 წლის “AI for Good” საერთაშორისო სამიტსა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ საერთაშორისო დიალოგთან ერთად გაიმართა. ამასთან, WSIS-ის 2026 წლის ფორუმის ფარგლებში ჩატარდა მაღალი დონის სესიები, თემატური გამოფენები და ორმხრივი სამუშაო შეხვედრები.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი - გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი

10.07.2026.10:50

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის მაგისტრი და კონტენტ კრეატორი კონსტანტინ ბაუმი სტუმრობდა, რომელიც ქართული ღვინის მარნებსა და კომპანიებს იმერეთში გაეცნო.

კონსტანტინ ბაუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის Youtube არხის მფლობელია, 200 ათასზე მეტი გამომწერით და მილიონობით ნახვებით. საქართველოში მისი ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებლებში. ბაუმი ამ დრომდე საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა, თუმცა პირველად იმყოფებოდა იმერეთის რეგიონში.

„დასავლეთ საქართველოში აქამდე არასოდეს ვყოფილვარ და ძალიან საინტერესო იყო ქვეყნის ამ კუთხეების გაცნობა და იმ ღვინოების დაგემოვნება სწორედ იმ ტერუარში, სადაც ისინი იწარმოება. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენად მრავალფეროვანია საქართველო. განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით აქ სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი. უფრო უხვი ნალექი, განსხვავებული ტემპერატურული პირობები ღვინოებს განსაკუთრებულ სიხალისეს, ცოცხალ ხასიათსა და გამორჩეულ არომატულ პროფილს ანიჭებს. ასევე ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა მასშტაბის მარნების მონახულება და იმის გაცნობიერება, თუ რა პოტენციალი აქვს იმერეთს მომავალში“, - აღნიშნა კონსტანტინ ბაუმმა.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 784 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა