მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 5G-ის განვითარებისა და მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ ისაუბრა

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ტელეკომ სექტორში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის განვითარებასა და მობილური მომსახურებების ხარისხის მონიტორინგზე გაამახვილა.

გოგა გულორდავას განცხადებით, 2025 წელს საქართველოში 5G სამივე მობილური ოპერატორის აბონენტებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. 5G-ის დასანერგად მესამედ ჩატარებულ აუქციონში კომუნიკაციების კომისიამ გამარჯვებულად „სილქნეტი“ გამოაცხადა.

თავმჯდომარის თქმით, სიხშირეების მოპოვებასთან ერთად, „სილქნეტს“ დაეკისრა ვალდებულება, 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. ამასთან, 5G ქსელების აგებისას კომპანიამ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს, რაც, ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მობილური მომსახურებების ხარისხის კონტროლის შესახებ გულორდავამ აღნიშნა, რომ ComCom-ი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში, რეგულარულად ატარებს მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ხარისხის მონიტორინგს და სამივე მობილური ოპერატორის მომსახურების ხარისხს ამოწმებს.

„2025 წელს კომუნიკაციების კომისიამ დანერგა მსოფლიოში რადიოქსელების მონიტორინგის სისტემების წამყვანი მწარმოებლის, Rohde & Schwarz-ის მობილური მომსახურებების მონიტორინგის სისტემა. სისტემა 5G ტექნოლოგიის გარდა, 4G-ის საფუძველზე მომუშავე VoLTE ტექნოლოგიითა და WhatsApp სისტემით განხორციელებული ზარების ხარისხის გაზომვის შესაძლებლობასაც იძლევა. ახალი სისტემის დანერგვა ComCom-ს საშუალებას აძლევს განახორციელოს უფრო მრავალფეროვანი მონიტორინგი და მომხმარებლებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ხარისხის შესახებ. ამავე დროს, ოპერატორებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავადაც აკონტროლონ ბაზარზე არსებული მომსახურების ხარისხი, რაც მომსახურების შემდგომ გაუმჯობესებას უწყობს ხელს.“ - განაცხადა გოგა გულორდავამ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს შეხვდა

22.09.2026.17:03

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, ელიზაბეტა ფალჩეტის, რომელიც საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, თომას კაირისმა, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს დაიკავა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და EBRD-ის დელეგაციის წევრები.

ლაშა ხუციშვილმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში მხარდაჭერილი პროექტებისთვის, განსაკუთრებით, კერძო სექტორში.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ტენდენციები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სუვერენული და კერძო სექტორის პროექტების მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა