მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში მედიაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას მედიაგარემოში არსებულ გამოწვევებზე, მედიის შინაარსობრივ სტანდარტებსა და სარეკლამო კომუნიკაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

გოგა გულორდავამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია და, მისი თქმით, ამას მედიის მრავალფეროვნება და მაუწყებლების რაოდენობაც ადასტურებს. მისივე შეფასებით, ბოლო წლებში მედია ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორებიცაა დეზინფორმაციისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, პოლიტიკური და სოციალური მოვლენების მიკერძოებული ან პოლიტიკური კონტექსტით გაშუქება, ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთში არევა, პოლარიზაცია, აგრესია და სიძულვილის ენა. კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, მედია პოლარიზაციის გაღრმავების პროცესშიც არის ჩართული, მაშინ როდესაც საზოგადოებას მიუკერძოებელი, დაბალანსებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლარიზაციის, აგრესიისა და სიძულვილის ენის შემთხვევები სოციალურ ქსელებშიც იკვეთება.

„2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კანონის აღსრულების მიზნით, ComCom-მა შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები და შეიმუშავა გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივ მოთხოვნებთან დაკავშირებით. გზამკვლევის მიზანია მაუწყებლებს წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია კომისიის ხედვებისა და მიდგომების შესახებ და შეძლონ საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში წარმართვა. 2025 წლის განმავლობაში ComCom-მა აღნიშნული კანონის ფარგლებში 7 საჩივარი განიხილა, მათ შორის „ტელეიმედის", „ტელეკომპანია პირველის", „ფორმულას", „მთავარი არხისა" და „ობიექტივის" წინააღმდეგ. 4 საჩივარი დაკმაყოფილდა; შესაბამისი მაუწყებლები სამართალდამრღვევად იქნენ ცნობილი და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ." - განაცხადა გულორდავამ.

გოგა გულორდავას თქმით, მაყურებლისა და საზოგადოების ინტერესების დაცვა და მაღალი მედიასტანდარტების დამკვიდრება კომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი განცხადებით, ComCom-ი აგრძელებს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონისა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მოთხოვნების აღსრულებაზე მუშაობას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მაუწყებლების პროფესიულ პასუხისმგებლობაზე და ჟურნალისტიკის ფუნდამენტური პრინციპების დაცვაზე.
ანგარიშის ცალკე მიმართულება სარეკლამო კომუნიკაციებსა და პროდუქტის განთავსების წესების დაცვასაც შეეხო. გოგა გულორდავამ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მაუწყებლების მხრიდან სარეკლამო კომუნიკაციების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები გახშირდა და 2025 წელს ComCom-ი ამ მიმართულებით აქტიურად ახორციელებდა მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას ახდენდა. მისი შეფასებით, სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევისას რთულდება რეკლამისა და გადაცემის შინაარსის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რის გამოც ComCom-ის მიზანია, ერთი მხრივ, მაყურებლის დაცვა ფარული და შეცდომაში შემყვანი კომერციული კომუნიკაციისგან, ხოლო მეორე მხრივ - მაუწყებლის დაცვა კომერციული გავლენებისგან.

ანგარიშის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში პროდუქტის განთავსების წესების დარღვევის მიმართულებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად 15 დარღვევა გამოვლინდა. საიდანაც 7 შემთხვევაში მაუწყებლებს ფინანსური ჯარიმა დაეკისრათ - ჯამში 47,500 ლარის ოდენობით, ხოლო 8 შემთხვევაში მაუწყებლებმა წერილობითი გაფრთხილება მიიღეს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ComCom-ის თავმჯდომარემ მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროცესი და შედეგები შეაჯამა

22.09.2026.17:04

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით ComCom-ის მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

ანგარიშის წარდგენისას გოგა გულორდავამ ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელსაც კომისია პარტნიორებთან ერთად მედიაწიგნიერების ხელშეწყობის კუთხით ახორციელებს. გულორდავამ აღნიშნა, რომ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით უკვე მეცხრე წელია ხორციელდება პროექტები, რომელთა მიზანია პედაგოგებში, მოსწავლეებსა და მშობლებში მედიაწიგნიერების დონის ზრდა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაა, რათა როგორც არასრულწლოვნებს, ისე მთლიანად საზოგადოებას ჰქონდეს ონლაინ საფრთხეებისგან დაცვისთვის საჭირო ცოდნა.

„მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს მედიაწიგნიერების მიმართულებით. აუცილებლად უნდა გამოვყო მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროცესი. მედიაწიგნიერება დღეს ქვეყნის მასშტაბით 300 სკოლაში ისწავლება და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს და ფორმალურ განათლებაში, განათლების ყველა საფეხურზე მოხდეს მედიაწიგნიერების კიდევ უფრო ეფექტიანი ინტეგრირება. 2019 წლიდან 2025 წლის ჩათვლით მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარების მიზნით ComCom-ის პროექტების ფარგლებში გადამზადდა 16,300 მოსწავლე, 5,500 მასწავლებელი და 1,900 სტუდენტი.

მედიაწიგნიერების შესახებ კომისიამ სულ 1,500-მდე კონფერენცია, სემინარი და საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა და აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან მედიაწიგნიერების პროექტებს ჯამში 33,700 ბენეფიციარი ჰყავს.“ - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა