მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ComCom-ის წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების (GITI) რეგიონულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების გახსნით ნაწილში, ეკატერინე იმედაძე სიტყვით წარსდგა და ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებაზე, როგორც მომავლის ეკონომიკის წარმატების წინაპირობაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, მან ComCom-ის როლიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც დარგის დამოუკიდებელი მარეგულირებლისთვის, ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. კერძოდ, ეკატერინემ ყურადღება გაამახვილა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნასა და ინოვაციური სატელეკომუნიკაციო მოდელების დანერგვაზე, რაც, მისი თქმით, ქვეყანაში მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

გახსნითი ნაწილის შემდგომ, გაიმართა პანელური სესია ქვეყნის ეროვნული ციფრული ეკოსისტემის განვითარების შესახებ, სადაც მონაწილეობა ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ მიიღო. სესიის ფარგლებში, მან საქართველოსთვის ციფრული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები მიმოიხილა: „ციფრული ეკონომიკის განვითარების, ქვეყნის ციფრული პოტენციალის გახსნის და ამ თვალსაზრისით, მოწინავე გლობალური პოზიციის დამკვიდრებისთვის, ვფიქრობ, რომ სატელეკომუნიკაციო სექტორს აქვს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი როლი, რადგან სწორედ ტელეკომის ინფრასტრუქტურაზე უნდა გაიაროს ციფრულმა მომსახურებებმა. კომუნიკაციების კომისია თავის პრიორიტეტებში სწორედ ამ ამოცანას ისახავს. ჰარმონიზებული და გახსნილი სარეგულაციო გარემო, ინოვაციური და ხელმისაწვდომი სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, ასევე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე დაშვების გამჭვირვალე და სამართლიანი პირობები ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ევროპა აზიის დამაკავშირებელ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ჰაბად ჩამოყალიბებას."-  აღნიშნა ComCom-ის წევრმა.

ღონისძიების ფარგლებში, ბიზნეს პროცესის პროცედურული გამარტივების შესახებ საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების მიზნით, ჩატარდა მეორე პანელური სესიაც, სადაც ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, სანდრო ქარუმიძე მონაწილეობდა. თავის სიტყვაში, სანდრო ქარუმიძემ საქართველოში 5G ინტერნეტის განვითარების პერსპექტივები და ასევე, ის სამუშაოები მიმოიხილა, რომლებიც ComCom-მა ქვეყანაში 5G ტექნოლოგიის დანერგვის მიმართულებით განახორციელა.

შეხვედრა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ინფორმაციული ტექნოლოგიების როლის წარმოჩენას, დაინტერესებული მხარეების დაკავშირებას, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. ღონისძიება საქართველოს ICT ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა