მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ComCom-ის წევრმა ევროპის ტელეკომუნიკაციებისა და მედიის ფორუმზე საქართველოს ციფრული ეკოსისტემა შეაფასა

news image
mbc image

ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ,  ევროპის ტელეკომუნიკაციებისა და მედიის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომ სექტორში ინოვაციებისა და მარეგულირებლების როლის შესახებ გამართულ პანელურ სესიაზე ისაუბრა: „ევროკავშირის კანონებთან და მარეგულირებელ ჩარჩოსთან დინამიური დაახლოება გვაძლევს უსაფრთხოების შეგრძნებას და დამატებით მოქნილობას, რათა შევძლოთ საუკეთესო გამოცდილების ადაპტირება - თუ როგორ უნდა მოხდეს ორგანიზაციული მოდელების ტრანსფორმაცია, რომ ვუპასუხოთ ციფრული ბაზრების საჭიროებებსა და გამოწვევებს" - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.

დისკუსიის ფარგლებში, ComCom-ის წევრმა საქართველოს მაგალითზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისიის იმ პრიორიტეტულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყანაში ინოვაციური სატელეკომუნიკაციო მოდელების დანერგვას და ხელშეწყობას ემსახურება. კერძოდ, ეკატერინე იმედაძემ განიხილა ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ჩარჩოს ჰარმონიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, რომელთა შედეგად, საქართველო ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით, რეგიონში მოწინავე პოზიციას იკავებს. სესიაში ComCom-ის წევრთან ერთად შვედეთის ფოსტის და ტელეკომუნიკაციის მარეგულირებელი ორგანოს გენერალური დირექტორი, დენ სიობლომი, ჯერზის კონკურენციის მარეგულირებელი ორგანოს გენერალური კონსული, რორი გრეჰემი და ბელგიის საფოსტო სერვისებისა და კომუნიკაციების ინსტიტუტის საბჭოს წევრი, ბერნანდო ჰერმანი მონაწილეობდნენ. 

ფორუმი, რომელიც ევროპის რეგიონში სატელეკომუნიკაციო და მედია სექტორში არსებული მდგომარეობისა და მარეგულირებელთა ქსელების სამომავლო სტრატეგიული პროექტების მიმოხილვას, ასევე, მარეგულირებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურებოდა, ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებელი ორგანოს გაერთიანების (BEREC) და აუდიოვიზუალური მედია სერვისების ევროპული მარეგულირებლების ჯგუფის (ERGA) თავმჯდომარეებმა გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ევროკომისიის სამომავლო პრიორიტეტები და ციფრული ეკონომიკის გამოწვევები, მდგრადი დაკავშირებადობა და კიბერუსაფრთხოება, ერთიანი ევროპული ციფრული ბაზრის ჩამოყალიბების ნაბიჯები, მედია რეგულირების ცვალებადი ჩარჩო და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ციფრული ბაზრისა (DMA) და ციფრული სერვისების (DSA) აქტები, მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) და მისი შედეგები, ასევე, ონალინ სივრცეში არასრულწლოვნების უსაფრთხოება, მედიაში  ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და სხვა.

 

ევროპის ტელეკომუნიკაციებისა და მედიის ყოველწლიური ფორუმი კომუნიკაციების საერთაშორისო ინსტიტუტის (IIC) მიერ ბრიუსელში, ბელგიის მარეგულირებლის და ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო სერვისების ინსტიტუტის (BIPT) მასპინძლობით გაიმართა

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა