მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ComCom-ის წევრმა ICT ფორუმზე ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილა

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საქართველოს ICT ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც პანელურ დისკუსიაში საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის საჭირო ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე, ასევე, ამ მიმართულებით, ComCom-ის როლზე ისაუბრა:„საქართველოს ამ თვალსაზრისით აქვს არაერთი უპირატესობა - როგორც მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ასევე ჰარმონიზებული რეგულაციები ტელეკომში და ინოვაციური ბიზნეს მოდელების დასანერგად გახსნილი და ხელსაყრელი სამართლებრივი თუ საზედამხედველო ჩარჩო. თუმცა, სექტორში გვაქვს გამოწვევებიც. სწორედ ამ გამოწვევების გადალახვას და ხელშემწყობი გარემოს შექმნას ემსახურება კომუნიკაციების კომისიის პროექტები, რომელთა საერთო მიზანს, ქვეყნის ტექნოლოგიურ და ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბება წარმოადგენს. გამოწვევაა, თუ რამდენად აკმაყოფილებს ჩვენი დღევანდელი მოცემულობა არათუ ტექნოლოგიური ჰაბის, არამედ, მსოფლიო სატელეკომუნიკაციო სტანდარტებს. იმისათვის, რომ ვისაუბროთ ჰაბზე, ტელეკომ მიმართულებით საჭიროა მაღალი სტანდარტის ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ასევე, მომსახურებების მრავალფეროვნება, ინოვაციურობა, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა. თუ ეს კომპონენტები იქნება თავმოყრილი, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ტექნოლოგიურ ჰაბად ქცევის ამბიცია გვქონდეს.“ - განაცხადა კომისიის წევრმა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რაც ComCom-ის მიერ ჩატარებული კვლევითაც გამოიკვეთა, საქართველოში მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის დაბალი მოცულობა თუ სიჩქარე, ასევე, შეთავაზებების მნიშვნელოვნად მაღალი ფასები წარმოადგენს. ეკატერინე იმედაძის თქმით, აღნიშნული ქართველი აბონენტებისთვის, განსაკუთრებით კი იურიდიული პირებისთვის შემზღუდველია, რაც ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებაზე და ინვესტორების მოზიდვაზე უარყოფითად აისახება.

 

სიტყვით გამოსვლისას, კომუნიკაციების კომისიის წევრმა მონაწილეებს ComCom-ის სტრატეგიული პროექტებიც გააცნოდა აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისია სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ახორციელებს ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტს: „ეს არის ის ამოცანა, რომელზეც კომუნიკაციების კომისია მუშაობს. ჩვენი პროექტები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში ხელშემწყობი გარემო იყოს, რათა გაიხსნას ბაზარი და გაჩნდეს ინვესტიციებისა და დარგში თანამშრომლობის სურვილი“. - განაცხადა მან და განმარტა ისიც, რომ კომუნიკაციების კომისია ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა პროექტის მეშვეობით მხარს უჭერს ისეთი ინოვაციური საკომუნიკაციო ბიზნეს მოდელების დანერგვას, როგორიც, მაგალითად, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორები (MVNO), სატელიტური კომუნიკაციები თუ ახალი თაობის მობილური ტექნოლოგიებია.

 

პანელურ დისკუსიაში ეკატერინე იმედაძესთან ერთად, ICTA-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ ქოიავა, პარლამენტის წევრი, მარიამ ლაშხი, ასევე, GITA-ს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სესიის ფარგლებში, განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველოს როლი გლობალურ ციფრულ ეკოსისტემაში, ამ მიმართულებით ქვეყნის პოზიციის გაძლიერების სტრატეგია, საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების სამოქმედო გეგმა, ასევე, სწრაფ და ხარისხიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და 5G-ის განვითარების პროცესები.

 

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად ICTA-ს წევრებისთვის იმართება და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას, ასევე, სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ინფორმაციის გაცვლას ემსახურება, წელს ასოციაციის ახალმა მმართველმა გუნდმა პირველად გახსნა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა