მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ComCom-ის წევრმა ITU-სა და ევროკომისიის ფორუმზე საქართველოში ციფრულ ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა

news image
mbc image

კომუნიკაციის კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისა (ITU) და ევროკომისიის ორგანიზებით გამართულ ფორუმში - "ხელმისაწვდომი საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები ყველასთვის" მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების გახსნით ნაწილში, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თანასწორობის საკითხებში ევროკომისარმა ჰელენა დალიმ, ITU-ს ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს დირექტორმა კოსმას ზავაზავამ, ტელეკომუნიკაციების და ციფრული ინფრასტრუქტურის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა მარია გონსალეს ვერაკრუზმა და სოციალურ საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა მარია როზა მარტინეზ როდრიგეზმა. ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე, რომელიც ციფრული ხელმისაწვდომობის მიმართულებით, ევროპის მარეგულირებელი გარემოს მიმოხილვას დაეთმო, სიტყვით ComCom-ის წევრი, ეკატერინე იმედაძე წარსდგა. მან ციფრული ხელმისაწვდომობის კუთხით  საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ღონისძიების მონაწილეებს ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის თვალსაზრისით კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა გააცნო.

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის განხორციელებაშიც საკვანძო როლი აკისრია კომუნიკაციების კომისიას. პროექტი „Log in Georgia", რომელიც მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, მიზნად საქართველოს მოსახლეობისთვის ფართოზოლოვან და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობის შექმნას ისახავს. ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრასა და ციფრული ინკლუზიის უზრუნველყოფის საკითხებს " - აღნიშნა ეკატერინე იმედაძემ.

პანელურ დისკუსიაში ComCom-ის წევრთან ერთად,  საბერძნეთის, შვედეთის, ლიეტუვისა და ხორვატიის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და ევროკომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვებ მისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გადადგმული ნაბიჯები წარადგინეს.

ღონისძიების მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ინკლუზიური ციფრული საზოგადოების შექმნის მნიშვნელობაზე და მიმოიხილეს ამ მიმართულებით ევროპაში არსებული მარეგულირებელი გარემო. შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილებოდა გაეროს ციფრული ხელმისაწვდომობის მოდელის პრინციპები და ის გამოწვევები თუ შესაძლებლობები, რომლებიც შესაძლოა, მის გამოყენებას მოჰყვეს. გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეებმა ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და ციფრული ხელმისაწვდომობის უნივერსალური დიზაინის, ხელოვნური ინტელექტის, მეტავერსისა და ციფრული ხელმისაწვდომობის კვეთის, ასევე, ციფრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში ახალი ტექნოლოგიების ხელშემწყობი როლის შესახებ იმსჯელეს.

ფორუმის მიზანს ციფრული ხელმისაწვდომობის საკითხზე ცნობიერების ამაღლება, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ციფრული ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, მომავალი თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება წარმოადგენს.  ღონისძიებაში ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების, ტელეკომუნიკაციების სამინისტროების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა