მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

ComCom-ის წევრმა UNESCO-სა და Anatel-ის მიერ ორგანიზებულ Amazon On-ის 2026 წლის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (UNESCO) და ბრაზილიის ეროვნული ტელეკომუნიკაციების სააგენტოს (Anatel) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „ინფრასტრუქტურა, ინტელექტი და გავლენა: გზა მდგრადი მომავლისკენ“ მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული კონფერენცია, რომელიც ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ მანაუსში ჩატარდა, წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტისა და კლიმატის ინსტიტუტის (AICI) ინიციატივის ნაწილს და მიზნად ისახავს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების მაღალი დონის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს შორის დიალოგის ხელშეწყობას ციფრული ტრანსფორმაციისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით, ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიები, რომლებიც მიეძღვნა ისეთ საკვანძო საკითხების შესახებ მსჯელობას, როგორებიცაა: ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება, ხელოვნური ინტელექტის მმართველობა, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, AI -ის საერთაშორისო ნორმების პრაქტიკაში დანერგვა და მარეგულირებელი ჩარჩოების ჰარმონიზაცია, ტელეკომუნიკაციების რეგულირებისა და დაკავშირებადობის როლი AI-ის განვითარებაში, უნივერსალური დაკავშირებადობა და ციფრული ინკლუზია, მარეგულირებელი ორგანოების როლი მდგრადი ინოვაციების ხელშეწყობაში, ხელოვნური ინტელექტის სფეროში ტექნიკური უნარების განვითარება, AI-ის დახმარებით საჯარო პოლიტიკის ოპტიმიზაცია, სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერება და სხვა.

ComCom-ის წევრმა, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხების განხილვას დაეთმო.

ეკატერინე იმედაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც რეგიონული დაკავშირებადობის ჰაბის პოტენციალზე და ამ მიმართულებით თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საერთაშორისო კავშირების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა ხელოვნური ინტელექტის კონკრეტული მოდელები და პრაქტიკული გამოყენების მაგალითები, მათ შორის ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ტექნოლოგიურ განვითარებას შესაბამისი ციფრული უნარების გაძლიერებაც უნდა ახლდეს თან. ამ კონტექსტში მან ისაუბრა ComCom-ის მიერ Log-in Georgia-ს ფარგლებში განხორციელებულ ციფრული მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელიც მოსახლეობის ციფრული უნარების განვითარებასა და ციფრული სერვისებით ეფექტიანად სარგებლობის ხელშეწყობას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ერთ-ერთ ახალ მიმართულებას ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენებაც წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები ეცნობიან AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტების შესაძლებლობებს და სწავლობენ მათ გამოყენებას ყოველდღიურობაში.

ეკატერინე იმედაძე ასევე მონაწილეობდა Amazon On-ის 2026 წლის ღონისძიებაში, რომელიც ციფრული დაკავშირებადობისა და მდგრადობის საკითხების განხილვას მიეძღვნა.

Amazon On-ის 2026 წლის ღონისძიების მიზანი კი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე პოლიტიკის ლიდერების, ინდუსტრიის ექსპერტების, წამყვანი კომპანიებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლების გაერთიანება და მდგრადი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ინიციატივების წარდგენა იყო.

პანელური დისკუსიებისა და სამუშაო შეხვედრების ფარგლებში დაინტერესებულმა მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: მოშორებულ რეგიონებში ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით ეფექტიანი სუბსიდირების მექანიზმების შემუშავება, ტელეკომ ინფრასტრუქტურის მდგრადობა, ციფრული დაკავშირებადობის სტრატეგიები, ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები და საჭიროებები, დაკავშირებადობის დახმარებით საჯარო პოლიტიკის ეფექტიანობისა და ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაძლიერება და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

04.09.2026.17:15

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, აგვისტოში 3.6% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 4.4%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • ივლისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით გაიზარდა და წლიური მაჩვენებელი 14.7%-ს გაუტოლდა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია ივლისში 0.5 პპ-ით შემცირდა და 43.2% შეადგინა
  • ივლისში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.3% შეადგინა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 5.8%-ით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ივლისში იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა, რომლის წვლილმა 6.5 პპ შეადგინა
  • ექსპორტი - ექსპორტი 30.0%-ით გაიზარდა და 793.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ივლისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად სამომხმარებლო (15.4 პპ წვლილით) და შუალედური მოხმარების (13.8 პპ წვლილით) საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა. ასევე გაზრდილია საინვესტიციო საქონლის ექსპორტიც (0.8 პპ წვლილით)
  • ივლისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 404.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 7.5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა