მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთერთმეტედ ჩაატარა

news image
mbc image

ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეთერთმეტედ, წარმატებით ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან IX, X და XI კლასის 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაც ComCom-ისგან მაღალტექნოლოგიური პრიზები გადაეცათ. კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები უნდა წარმოედგინათ.

კონკურსში პირველი ადგილი ოზურგეთის რაიონის ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, მარიამ აკობიძემ დაიკავა, რომლის საკონკურსო ნამუშევარი „მედიასპუტნიკის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა. სტატიაში საუბარი იყო რუსეთსა და ამერიკას შორის ვაჭრობის 20%-იან ზრდაზე, ხოლო წყაროდ ამერიკის საბაჟოს ვებ-გვერდი იყო მითითებული. მარიამმა სტატიის სანდოობაში დასარწმუნებლად, გადაამოწმა პირველწყარო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსგავსი მონაცემები არათუ ამერიკის საბაჟოს ვებ-გვერდზე, არამედ აშშ-ს არცერთი ოფიციალური სტრუქტურის ვებ-გვერდზე არ ფიქსირდებოდა. ამის შემდეგ, მარიამმა რუსეთთან ვაჭრობის სტატისტიკა ამერიკის ვაჭრობის წარმომადგენლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაამოწმა და დაადგინა, რომ რუსეთ-ამერიკას შორის იმპორტი და ექსპორტი, არათუ გაზრდილი, არამედ პირიქით - შემცირებულიც კი იყო. მარიამმა მითითებული ინფორმაცია სხვა სანდო წყაროებთანაც გადაამოწმა, რის შემდეგაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ვაჭრობის 20%-იანი ზრდის შესახებ ინფორმაცია ყალბი იყო. მარიამმა ComCom-ისგან MacBook Air 15.3“ მიიღო.

მეორე ადგილზე თბილისის 147-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, დავით ქენქაძე გავიდა, რომელმაც მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიოს“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის სიყალბე დაამტკიცა. კერძოდ, სტატია ეხებოდა უკრაინელი ტანკისტების მიერ ტანკის დაზიანების სიმულირებას, რათა არ ჩაბმულიყვნენ ბრძოლაში. წყაროდ გერმანული გამოცემა „Der Spiegel” იყო მოყვანილი. ინფორმაციის ვალიდურობაში დასარწმუნებლად, დავითმა გადაწყვიტა ინტერნეტ-სივრცეში მსგავსი შინაარსის ინფორმაციის მოძიება, შედეგად კი მხოლოდ რუსული მედიების სტატიებს შეხვდა. ეჭვის გასამყარებლად, დავითმა პირველწყაროც გადაამოწმა და დარწმუნდა, რომ „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა პირველწყაროსგან, სადაც უკრაინელი ტანკისტების ქმედებები არც ყოფილა ნახსენები. მეტი სიზუსტისთვის, დავითმა სტატიის ავტორზე მოიძია ინფორმაცია და აღმოაჩინა, რომ აღნიშნულ ავტორზე ინტერნეტ-სივრცეში არაფერი იძებნებოდა. ბოლოს, გუგლის გამოყენებით, დავითმა სტატიაში მოყვანილი ფოტოც გადაამოწმა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ინფორმაცია ყალბი იყო. დავითს ComCom-მა iPhone 15 Pro გადასცა.

მესამე ადგილი მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ, მარიამ ქაცარავამ მოიპოვა. მარიამმა ნაშრომი ვიდეოს სახით წარმოადგინა და „Sputnik საქართველოს“ მიერ გავრცელებულ სტატიაზე იმსჯელა, სადაც ქალაქი ვოლჩანსკი, უკრაინული არმიის განადგურების კონვეიერად იყო შეფასებული. მარიამი როგორც სტატიის სათაურმა, ასევე ავტორის ვინაობამ დააეჭვა, რომელიც, მისივე თქმით, არაერთხელ ყოფილა შემჩნეული დეზინფორმაციის გავრცელებაში. აქედან გამომდინარე, მარიამმა ინფორმაცია BBC-ის ოფიციალურ გვერდზე და სხვა რამდენიმე სანდო წყაროზე გადაამოწმა, სადაც დაადგინა, რომ რეალური ვითარება სრულიად საპირისპირო იყო. დამატებით, იმავე სტატიაში მარიამი კიდევ რამოდენიმე ყალბ ინფორმაციას გადააწყდა, რომელთა სიყალბეშიც როგორც სანდო წყაროებით, ასევე, სამხედრო ექსპერტთან გასაუბრების შედეგად დარწმუნდა. მარიამს კომუნიკაციების კომისიისგან iPad 10.9 გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!” ახალგაზრდებში ანალიზის, ფაქტების გადამოწმების უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება. კონკურსი შვიდჯერ სკოლის მოსწავლეებისთვის, ხოლო ოთხჯერ სტუდენტებისთვის ჩატარდა და სულ 4400 მონაწილე ჰყავდა. კონკურსის პარალელურად, ComCom-მა საქართველოს მასშტაბით მედიაწიგნიერების შესახებ 800-მდე სკოლის მოსწავლე და 40-მდე პედაგოგი გადაამზადა. ამასთან ერთად კი, წინა კონკურსების საუკეთესო ნაშრომის ავტორმა სტუდენტებმა, რომელთაც კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერთა გადამზადება „ToT” გაიარეს, სკოლის მოსწავლეებისთვის დამატებით 4 სემინარი ჩაატარეს.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა