ComCom-მა სატელეკომუნიკაციო დარგებში ავტორიზებული კომპანიებისთვის კალენდარი შექმნა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომისა და მაუწყებლობის სექტორებში ავტორიზებული პირებისთვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესავსები კალენდარი შეიმუშავა, რომელიც ComCom-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ახალი ინსტრუმენტი ყველა ავტორიზებულ, თუ ლიცენზირებულ პირს მისცემს დამატებით შესაძლებლობას აკონტროლონ ფორმების შესავსები ვადები, იმისთვის, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები კომპანიებმა დროულად შეასრულონ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირები ვალდებული არიან შეავსონ კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ახალი ინსტრუმენტით კომპანიები მარტივად მოძებნიან კონკრეტული პერიოდულობის შესაბამისად რომელიც სტატისტიკური ფორმა აქვთ წარსადგენი.
ComCom-ის ვებ-გვერდზე შეიქმნა სპეციალური განყოფილება „კალენდარი ავტორიზებული კომპანიებისთვის“, სადაც მარტივი საძიები სისტემის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, პერიოდების მითითებით, მოძებნოს სავალდებულოდ შესავსები ფორმები, ფორმების ნომრების, დასახელებისა და შინაარსის მიხედვით. ყველა ფორმას მითითებული აქვს ვადები. აღნიშნულ განყოფილებაში განთავსებულია 90-მდე ფორმა, რომელიც როგორც ელექტრონული კომუნიკაციების, ისე მაუწყებლობის სფეროებში საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს, მათ შორის: შემოსავლების, ინვესტიციების, ფინანსური მაჩვენებლების, საჩივრების, სატარიფო გეგმების, სამაუწყებლო ბადის, დაფინანსების შესახებ და სხვა.
სხვა სიახლეები
GITA საგრანტო პროგრამა „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებისთვის დაიწყო
11.08.2026.14:34
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საგრანტო კონკურსის "25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.
აღნიშნულ რეგიონებში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიმდინარე წლის 2 სექტემბრამდე საშუალება აქვთ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ განაცხადები, რომელთაც სპეციალურად პროგრამისთვის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისია შეაფასებს.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
2026 წელს საგრანტო პროგრამა უკვე ჩატარდა აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონებში და ჯამში 24 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/flewb