მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ComCom: „მაგთიკომი“ მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორია

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადა. გადაწყვეტილება ComCom-ის დაკვეთით ჩატარებულ მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო, რომლის ფარგლებშიც, კვლევაში ჩართულმა ევროკავშირის ექსპერტებმა ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულად მიიჩნიეს და დაადგინეს, რომ წინასწარი რეგულირების გარეშე, ეს გარემოება სულ მცირე მომდევნო 3 წელი არ შეიცვლება და „მაგთიკომის“ წილები საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენილი ზღვრის - 40%-ის ქვემოთ არ ჩამოვა, რაც მომხმარებლებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. კვლევის ფარგლებში ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნები და კონკურენციის გაუმჯობესებისთვის შემუშავებული მექანიზმები კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა სრულად გაიზიარეს.

 

მობილური ბაზრის კომპლექსურ კვლევაში ჩართული ევროკავშირის ექსპერტების მოსაზრებით, „მაგთიკომის“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი საგანგაშოდ მაღალი მოგების მარჟაა. 2022 წლის მონაცემებით, „მაგთიკომის“ მოგების მაჩვენებელი - EBITDA მარჟა (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაყოფილი გაყიდვებიდან შემოსავალზე) ევროპის საშუალოზე ორჯერ მეტია. კერძოდ, ევროპის ქვეყნებში საშუალო მოგების მაჩვენებელი 35%-ს, ხოლო „მაგთიკომისთვის“ - 75%-ს უტოლდებოდა.

 

გარდა ამისა, მობილური მომსახურებების ბაზრის ანალიზის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზარი განიცდის სტაგნაციას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილები ბოლო 5 წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ ამავე პერიოდში აბონენტების მთლიანი რაოდენობა 10%-ით, ხოლო შემოსავლები 45%-ით გაიზარდა. ამის ფონზე კი, „მაგთიკომი“ კვლავ სტაბილურად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა და როგორც 2022, ისე 2023 წლის მონაცემებით, მობილური ბაზრის აბონენტების 41%-ს და შემოსავლების 49%-ს ფლობდა. ხოლო რაც შეეხება ARPU-ს, იგივე ერთი მომხმარებლისგან შემოსულ საშუალო შემოსავალს, სხვა ოპერატორებთან შედარებით „მაგთიკომი“ აქაც მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობს.  

 

კომპლექსური კვლევის მიხედვით, „მაგთიკომის“ მნიშვნელოვან ძალაუფლებაზე მეტყველებს ისიც, რომ 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მთლიანი მობილური ინტერნეტის ტრაფიკის 51%-ს სწორედ „მაგთიკომი“ აგენერირებდა, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 30%-ს „სელფი მობაილისთვის“ კი 19%-ს უტოლდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, მობილური ინტერნეტის მოხმარება 592%-ით გაიზარდა, „მაგთიკომი“ კი ამ პერიოდის განმავლობაში, უცვლელად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა. ამასთან, საგულისხმოა, რომ 2022 წლისთვის „მაგთიკომი“ თავის ქსელში „სილქნეტთან“ შედარებით 69%-ით მეტს, ხოლო „სელფი მობაილთან“ შედარებით 178%-ით მეტ ინტერნეტ ტრაფიკს ატარებდა.

 

საყურადღებოა ისიც, რომ 2019-2022 წლებში „მაგთიკომმა“ კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი ინვესტიცია განახორციელა საკუთარ ინფრასტრუქტურაში, მაგალითად: აღნიშნულ პერიოდში დამატებული საბაზო სადგურების რაოდენობის 58.6% „მაგთიკომზე“ მოდის, როცა „სილქნეტის“ და „სელფი მობაილის“ წილები 35.4%-ს და 6.1%-ს შეადგენს. თითქმის ორჯერ მეტია „მაგთიკომის“ წილი აპარატურაზე გაწეული დანახარჯების კუთხითაც, ვიდრე „სილქნეტისა“ და „სელფის მობაილის“ შემთხვევაში. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ მიუთითებს „მაგთიკომის“ სიმძლავრესა და დიდ პოტენციალზე.

 

ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომი“ ბაზარზე დიდი უპირატესობით სარგებლობს და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე (SMP) ოპერატორია, ვინაიდან ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში კრიტიკულად დიდი უპირატესობა აქვს კონკურენტებთან შედარებით - როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით. ექსპერტებმა აღნიშნეს ისიც, რომ ბოლო წლების ტენდენციიდან გამომდინარე, არ არის მოსალოდნელი, რომ „მაგთიკომის“ წილები საქართველოს კანონით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენილი ზღვრის - 40%-ის ქვემოთ ჩამოვა ან „სილქნეტი“ და „სელფი მობაილი“ შემოსავლებითა თუ აბონენტების რაოდენობით ბაზრის 40%-იან წილს მიაღწევენ.

 

კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის კვლევა, ქართულ ტელეკომ ბაზარზე მანამდე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას კი რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და  ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს. კვლევის ყველა ეტაპზე კი, ორი წლის განმავლობაში, კომისიის მხრიდან საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყო.

 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია, მობილური ბაზრის პარალელურად ფიქსირებული ფართოზოლოვანი ოპტიკური ინტერნეტ ბაზრის კომპლექსურ კვლევასაც ატარებდა, რომელის ფარგლებშიც 14 ივნისს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, ზეპირი მოსმენა კი 1 აგვისტოსაა ჩანიშნული.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა