მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7209.7
-0.0024
flag
AZN 1.5636
-0.0003
flag
CNY 39.299
0.0076
flag
EUR 3.0768
0.0122
flag
GBP 3.5658
0.0144
flag
KZT 54.34
-0.0005
flag
TRY 0.0574
-0.0002
flag
USD 2.6577
-0.0009
news banner

დაბა ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების კონცეფციების საჯარო განხილვა

news image
mbc image

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთვის წარდგენილია დაბა ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების კონცეფციები, რომელიც ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.

დაბა ფასანაურის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა ჩატარდება 26 მარტს, 14:00 საათზე, ი. ტრიპოლსკის სახელობის ფასანაურის N1 საჯარო სკოლაში მისამართზე: დაბა ფასანაური, კოსტავას ქ. N33.

სოფლების - ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების კონცეფციების საჯარო განხილვა გაიმართება 27 მარტს, 13:00 საათზე, ბარისახოს საჯარო სკოლაში, მისამართზე: სოფელი ბარისახო.

განსახილველი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: განაშენიანების გეგმის კონცეფციები

საჯარო განხილვაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, ხოლო 15 სამუშაო დღის ვადაში, მიიღება წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge;  ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართი: ქ. დუშეთი, რუსთაველის ქ. N27.   

დოკუმენტაცია სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და კონსულტანტს (ერთობლივი საწარმოს Groupe Huit (Lead; France) and Artstudio Project (JV partner; Georgia) შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შემუშავდა.  

დაგეგმვის მიზანია დასახლებების მდგრადი განვითარება, საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის და ჩიპირების პროცესი დაიწყო

12.06.2026.15:29

ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა- მთიანეთისა და გურიის რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის და ჩიპირების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„პროგრამით გათვალისწინებულ მანიპულაციებს ტენდერით გამოვლენილი ვეტერინარული დაწესებულებები განახორციელებენ.

ლოკაციების და შესაბამისი განრიგის შესახებ ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლობებს ან ადგილობრივ თვითმმართველობებს.

ღონისძიებები გულისხმობს პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციას, იდენტიფიკაციას მიკროჩიპების გამოყენებით და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას.

პროგრამა ეტაპობრივად ყველა რეგიონს მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს:

ძაღლების ჰიპერპოპულაციის ეფექტიან მართვას; ცხოველების მიტოვების შემთხვევების შემცირებას; დაკარგული ცხოველების იდენტიფიკაციის გამარტივებას; ცოფის გავრცელების პრევენციას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა