დაბა ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების კონცეფციების საჯარო განხილვა გაიმართა
დაბა ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების კონცეფციების საჯარო განხილვა გაიმართა.
პროექტზე მომუშავე სპეციალისტებმა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია მოქალაქეებს პრეზენტაციის სახით გააცნეს. წარდგენის დასრულების შემდეგ კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს.
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია შეიმუშავა ერთობლივმა საწარმომ - Groupe Huit (Lead; France) და Artstudio Project (JV partner; Georgia). მასსა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შორის საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება 2025 წლის 24 თებერვალს გაფორმდა.
საჯარო განხილვას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის I მოადგილე თინათინ ყოლბაია, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განხილვის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, წერილობითი შენიშვნები და რეკომენდაციები წარადგინონ შემდეგ მისამართებზე:
• სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო
(მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154)
• დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
(მის: ქ. დუშეთი, რუსთაველის ქ. N27)
• ელ.ფოსტა: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge
სხვა სიახლეები
წლევანდელი რთველი გამოირჩევა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით - დავით სონღულაშვილი
09.10.2026.11:22
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარეობის შესახებ საუბრისას მეღვინეობის დარგში მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხარისხიანი ყურძნის წარმოების წახალისება და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდაა.
„წელს საუკეთესო ხარისხის მოსავალი გვექნება, ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე დიდი მოსავალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ქართული ღვინო აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანთან ასოცირებული. გასულ წლებში, რაც მეტ ყურძენს მოიყვანდა მევენახე, მეტ შემოსავალს იღებდა და მას არ ჰქონდა ინტერესი, ეწარმოებინა ხარისხიანი ყურძენი. არ შეიძლება, რომ ქართული ღვინო გათვლილი იყოს რაოდენობაზე და ეს თითოეულმა მევენახემ და მეღვინემ არაჩვეულებრივად იცის. მეღვინეობის დარგის რეფორმის მიზანიც სწორედ ეს არის - ვაწარმოოთ ხარისხიანი ყურძენი, რომლის საზომიც არის შაქრიანობა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარეობაზე საუბრისას.
მისი განცხადებით, კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია და მოსავლის დაბინავების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს.
„კახეთში ყურძნის გადამუშავებამ 206 ათას ტონას გადააჭარბა. რთველის საკოორდინაციო შტაბი და ღვინის საწარმოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. წლევანდელი რთველი გამოირჩევა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით. ხარისხიანი ღვინის მიღება შეუძლებელია ხარისხიანი ყურძნის გარეშე - ხარისხიანი ღვინო იბადება ვენახში. სწორედ ამას ემსახურება ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების სისტემის დანერგვა, რაც მევენახეებს აძლევს მოტივაციას, უფრო მეტად იზრუნონ ყურძნის ხარისხზე“, - აღნიშნა მინისტრმა.