მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

news image
mbc image

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი" აგრძელებს აქტიურ საქმიანობას დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა და მათი ოჯახების დასახმარებლად.

2026 წელს დონაციის საერთო მოცულობამ 570 387 ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ფონდმა 381 414 ლარით გაუწია დახმარება 76 დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლს, ასევე ბენეფიციართა არასრულწლოვან შვილებსა და მეუღლეებს.

საანგარიშო პერიოდში ფონდის მხრიდან დაფინანსდა:

  • 149 482 ლარი - თავდაცვის სამინისტროსთან ერთად თანადაფინანსებაში მონაწილეობა;
  • 64 677 ლარი - გადაუდებელი ოპერაციები;
  • 7 484 ლარი - მედიკამენტები;
  • 41 036 ლარი -  სამედიცინო მომსახურება;
  • 78 004 ლარი - არასრულწლოვანი შვილების დახმარება;                                              
  • 24 851 ლარი - სამხედროთა მეუღლეების დახმარება;                                                    
  • 12 991 ლარი - პროფესიული გადამზადება;             
  • 2 887 ლარი - საცხოვრებლის ადაპტაცია.           

ფონდის შემომწირველები  სხვადასხვა კომპანია თუ კერძო პირია. დონაციის მიზანია ბენეფიციართა მხარდაჭერა ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, პროფესიული გადამზადებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის მიმართულებით.

კომპანია „სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს დააფუძნა და მის საქმიანობას ყოველწლიურად 300 000 ლარით აფინანსებს. 

ფონდი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა სპორტულ გუნდებს და ხელს უწყობს მათი საწვრთნელი პირობების გაუმჯობესებას.  მიმდინარე წელს ფონდმა  სპორტული ეტლები გადასცა მჯდომარე რაგბის გუნდს, სხვადსხვა პერიოდში სპეციალური სპორტული ინვენტარით აღჭურვა მშვილდოსნები, ხოლო მჯდომარე კალათბურთის გუნდებისთვის სპორტული ეტლები შეიძინა. 

ამჟამად დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდები 2027 წლის „ძლიერთა თამაშებისთვის“ (Invictus Games) ემზადებიან, რომელიც დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში გაიმართება.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დაჭრილი მებრძოლებისა და მათი მეუღლეების განათლებასა და პროფესიულ გადამზადებას. ამასთან, ფონდი რეგულარულად აფინანსებს ბენეფიციართა არასრულწლოვანი შვილებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსს.

მიმდინარე წლის სექტემბერში ვეტერანთა არასრულწლოვანი შვილებისთვის კომპიუტერული პროგრამირებისა და ინგლისური ენის სპეციალური სასწავლო კურსი შემუშავდა. ერთწლიანი პროგრამა სექტემბერში დაიწყო და რამდენიმე ათეულ მოზარდს ცოდნის გაღრმავებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციართა არასრულწლოვანი შვილებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი ლიდერობის აკადემია „საბადოს“ საგანმანათლებლო პროგრამები. თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ფონდსა და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით დაარსებულ ლიდერობის აკადემიას შორის გასულ წელს გაფორმდა.

თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აკადემიამ 19 მოსწავლე მიიღო, რომლებიც 2025-2026 წლებში რვა თემატურ პროგრამაში ჩაერთნენ. პროგრამები მოიცავს ადგილობრივ თვითმმართველობას, მენეჯმენტსა და ეკონომიკას, დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებს, კრიზისების მართვას, პოლიტიკურ სისტემებსა და მათი მართვის საკითხებს. მოსწავლეებისთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც აკადემია „საბადომ“ ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განახორციელა. მათ შორისაა ლიდერობის კურსი (ჰარვარდი) და „პოლიტიკის ფსიქოლოგია სოციალურ მედიაში“ (სტენფორდი).

ტრა­დი­ცი­ად იქცა დაჭ­რილ­ მებრძოლთა მხარ­და­სა­ჭე­რი ყოველწლიური საქ­ველ­მოქ­მე­დო გარ­ბე­ნი, რომლის მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფონ­დის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა. წელს უკვე მე­ოთხედ, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ატა­შე­ე­ბმა, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან და „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდთან ერ­თად“,  სპორ­ტული ღო­ნის­ძი­ე­ბა უფრო მასშტაბური გახადეს. რე­გის­ტრა­ცი­ი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა სრუ­ლად გადაირი­ცხა „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდში“. 

ფონდი მუდმივად ახორციელებს გაწეული საქმიანობის პასუხისმგებლიან ანგარიშგებას. ფინანსური და წლიური ანგარიშები საჯაროდ ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდზე. 

ფონდში წვლი­ლის შე­ტა­ნა და გმი­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია:

ვებგ­ვერ­დი: www.wwsf.ge (სა­ბან­კო გა­და­რი­ცხვით)

საქ­ველ­მოქ­მე­დო ნო­მე­რი: 0 901 777 771

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მომავალი წლიდან საქართველოში მაგისტრალების მშენებლობა უპრეცედენტო მასშტაბით, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყება - რევაზ სოხაძე

30.10.2026.12:19

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა. 

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს უკვე რამდენიმე მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერები გამოცხადდა, რომელთა უმეტესობაზეც კონტრაქტები გაფორმებულია.

მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლიდან საქართველოში მაგისტრალების მშენებლობა უპრეცედენტო მასშტაბით გაგრძელდება და სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებაზე დაიწყება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია რუსთავი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთების მშენებლობა. აღნიშნულ პროექტებზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია და ამ ეტაპზე შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

მომავალი წლიდან აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება თბილისის შემოვლით გზაზე, რომელიც ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი და ოთხივე მონაკვეთზე პარალელურად განხორციელდება. ასევე გაგრძელდება კახეთის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა ბადიაურიდან ბაკურციხემდე.

მნიშვნელოვანი პროექტებია ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთება, სარფის გვირაბის მშენებლობა, სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობა და ნატახტარი-ჟინვალის ახალი მაგისტრალის პროექტი.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეშეთის-კობის მონაკვეთზე თაღოვანი ხიდის მშენებლობის მნიშვნელოვან ეტაპზეც. მისი განცხადებით, ხიდის რკალის შეკვრა ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო სამუშაოს წარმატებით დასრულებას ნიშნავს.

„ვიღაცისთვის შეიძლება ეს უბრალოდ ერთ-ერთი სამშენებლო ეტაპი იყოს, თუმცა ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე რთული საინჟინრო სამუშაო წარმატებით დასრულდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის შეფასებით, მომავალი წლიდან ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ასეთი მასშტაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყება ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის შიგნით გადაადგილებასაც.

„მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი მოცულობისა და ტემპის მაგისტრალების მშენებლობა ამ ქვეყანაში არასდროს ყოფილა და ერთდროულად ამდენი მიმართულებით სამუშაოები არ დაწყებულა. ეს ნიშნავს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ქვეყნის შიგნით მობილობის გაუმჯობესებას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. გადაადგილება გაცილებით მარტივი, კომფორტული და უსაფრთხო გახდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციაზე და განაცხადა, რომ მომავალი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება, რისთვისაც მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ გავრცელებულ შეფასებებზეც და აღნიშნა, რომ ცალკეული პრობლემური მონაკვეთების საფუძველზე მთლიანად ქვეყნის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შეფასება და წინა პერიოდებთან არასწორი შედარებების გაკეთება უსამართლოა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მხოლოდ საგზაო მიმართულებით არ იგეგმება. მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნება სამოქალაქო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებითაც.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა