მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დაგეგმილი ღონისძიების გამო, ხიზანიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

news image
mbc image

გლდანის რაიონში დაგეგმილი ღონისძიების გამო, 29 სექტემბერს, 15:00 საათიდან 22:00 საათამდე, ომარ ხიზანიშვილის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება. კერძოდ, ომარ ხიზანიშვილისა და ილია ვეკუას ქუჩების კვეთიდან გადაადგილება შეზღუდული იქნება ცალმხრივ საგზაო მონაკვეთზე, ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მიმართულებით. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, ვეკუას ქუჩაზე შეიცვლება მოძრაობის მიმართულება და დროებით გახდება ორმხრივი, რაც ავტომობილებს ხიზანიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, ვეკუას ქუჩაზე გადაადგილების საშუალებას მისცემს, ხოლო ხიზანიშვილის ქუჩიდან ვეკუას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები სვლას შეძლებენ უახლოესი მოსახვევის გამოყენებით.

მერიის ინფორმაციით, მცირე ცვლილებები შევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაშიც. ავტობუსები - N304, N308, N323, N335, N339 და N351 ხიზანიშვილის ქუჩიდან ვეკუას ქუჩაზე მოსახვედრად, ხიზანიშვილის ქუჩის N73-თან მარჯვნივ გადაუხვევენ და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით, ხოლო მიკროავტობუსი N417 ხიზანიშვილის ქუჩის N73-ის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხვევის შემდეგ, ვეკუას ქუჩაზე სვლას მარცხნივ მოხვევით განაგრძობს და სხვა სატრანსპორტო ნაკადებს შეუერთდება, რის შემდეგაც გლდანის VII მიკრორაიონიდან (ხიზანიშვილის ქუჩა) გადაადგილებას დადგენილი სქემით განაგრძობს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა