მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დამატებით ძალისხმევის გარეშე პლანეტაზე საშუალო ტემპერატურა 3,1 გრადუსით გაიზრდება - გაერო

news image
mbc image

არსებული კლიმატური პოლიტიკის შენარჩუნების შემთხვევაში, საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე 3 გრადუსზე მეტით მოიმატებს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში გაწერილი ციფრი. შესაბამისი მონაცემები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშშია მოყვანილი.

ყოველწლიური „გამონაბოლქვის დონის განსხვავების ანგარიში“ ადარებს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში ქვეყნების ძალისხმევას იმ ნაბიჯებთან, რომლებიც ამ მიმართულებით გასატარებელია, რათა საშუალო ტემპერატურის მატება დაწესებულ ზღვარს - 1,5 გრადუსს არ ასცდეს. წლევანდელი მონაცემებით, თუ არსებული კლიმატური პოლიტიკა არ შეიცვალა და სახელმწიფოებმა დამატებით ნაბიჯები არ გადადგეს, 2100 წლისთვის დათბობის დონე ინდუსტრიამდელ ეპოქასთან შედარებით 3,1 გრადუსს გადააჭარბებს.

„ბეწვის ხიდზე გავდივართ. ან ლიდერები აღმოფხვრიან არსებულ განსხვავებას, ან კლიმატური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით“, - განაცხადა გაერო გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

2015 წელს, ქვეყნებმა პარიზის შეთანხმება გააფორმებს, რომლითაც აიღეს ვალდებულება, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა პლანეტაზე საშუალო ტემპერატურა 1,5 გრადუსზე მეტით არ გაიზარდოს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს

29.11.2026.17:49

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
 
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ საკვები ზეთისთვის  განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად განთავსებული 6 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.
 
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა