მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.4
-0.0059
flag
AZN 1.5726
-0.0007
flag
CNY 39.395
0.0044
flag
EUR 3.1124
0.0104
flag
GBP 3.6067
0.0163
flag
KZT 56.56
-0.0003
flag
TRY 0.0585
0
flag
USD 2.6732
-0.0012
news banner

დამოუკიდებლობის გაძლიერება ყოველდღიური შრომით იწყება - რევაზ სოხაძე

news image

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

როგორც მინისტრმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, 26 მაისი არის დღე, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებულ ემოციას უკავშირდება და ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერება ყოველდღიური შრომით გრძელდება.

„ვულოცავ მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს იყო განსაკუთრებული ემოცია, რომელიც, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ადამიანს არასდროს უნელდება. თუმცა, დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი აქტი - პირიქით, ამით იწყება ახალი ეტაპი და თითოეული დღე ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და გაძლიერების დღეა. ჩემი წარმოდგენით, სამშობლოს სიყვარული სწორედ ეს არის - როდესაც ყოველდღიური შრომით კიდევ უფრო აძლიერებ შენს ქვეყანას. ვფიქრობ, ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ეკონომიკური გაძლიერება და თითოეული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი არის წინ გადადგმული ნაბიჯი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გამყარებისკენ,“ — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე არასდროს დაემუქროს და საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდეს.

რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა ახალციხეში დაგეგმილ ღონისძიებებზე, სადაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეა წარმოდგენილი.

„იცით, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. სხვადასხვა სამინისტრო რეგიონებშია წარმოდგენილი, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო წელს ახალციხეში, ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მასპინძლობს მოსახლეობას. ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი. ჩვენი სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, განსაკუთრებული ყურადღება მოძრაობის უსაფრთხოების წესებზე გაგვემახვილებინა. ბავშვებისთვის ამ მიმართულებით იქნება საინტერესო, შემეცნებითი ატრაქციონები. ასევე, ყურადღება დაეთმობა შრომის უსაფრთხოების თემასაც. იმედი გვაქვს, დღევანდელი დღე ახალციხელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის სასიამოვნოდ ჩაივლის - ისინი გაერთობიან და, ამავდროულად, ბავშვები გართობასთან ერთად შემეცნებით პროგრამაშიც მიიღებენ მონაწილეობას,“- აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობა.

„მინდა, ამ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე ერთად ვზეიმობდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ერთობა და ერთიანობა არის ის ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აძლიერებს,“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს!

26.05.2026.14:30

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) სრულიად საქართველოს, თითოეულ მოქალაქესა და ბიზნეს საზოგადოებას უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს!

1918 წლის 26 მაისს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს თავისუფლებას, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გარდამტეხი მომენტია. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა არის ის მთავარი საყრდენი, რომელზეც დგას ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, თავისუფალი ბაზარი და ძლიერი, სტაბილური ბიზნესგარემო.

თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის უპირველესი პირობა ნებისმიერი ქვეყნის პროგრესისა და კეთილდღეობისთვის. ძლიერი სახელმწიფო წარმოუდგენელია ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის გარეშე, რის შექმნაშიც ქართულ ბიზნესს უდიდესი წვლილი შეაქვს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აგრძელებს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების აქტიურ მხარდაჭერას. პატივს მივაგებთ მათ, ვინც ეს თავისუფლება მოგვიტანა და ყველას ვუსურვებთ ერთიანობას ძლიერი, წარმატებული საქართველოს მშენებლობაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო იყოს მიმზიდველი, ინოვაციური და განვითარებული ქვეყანა, სადაც ბიზნესს აქვს შესაძლებლობა, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლასა და სტაბილურობას!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა