მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

დასრულებული საქმეების 90% მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა და მათ ₾1 მილიონზე მეტი აუნაზღაურდათ - GCCA

news image
mbc image

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წელს, GCCA-ში - 1470 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 5450 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, 2024 წელთან შედარებით, 65 %-ით არის გაზრდილი.

დასრულებული საქმეების 90 % მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა და მათ 1 მლნ ლარზე მეტი აუნაზღაურდათ.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 183 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 288 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 85 მოვაჭრეს - 139 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 135955 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 182 საქმეზე - 161 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, 2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 66 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 34 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 79 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5 %, იმერეთი 4 %, კახეთი 2 %, ქვემო ქართლი 2 %, შიდა ქართლი 2 %, სამეგრელო - ზემო სვანეთი 2 % და სხვ.

2025 წლის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 465 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 484, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 273, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 112, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 46, ხოლო სხვა დანარჩენზე - 90. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 73 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 5 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 10 %.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image არასწორია, თითქოს აშშ-ის სასამართლომ საქართველოს „ენკას“ სასარგებლოდ $400 მილიონი დააკისრა, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში პროცესი არ მიმდინარეობს - ბექა ძამაშვილი

16.09.2026.20:13

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, დღეს ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

მისი თქმით, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.

„სწორედ პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც უნდა საბოლოოდ გადაწყვიტოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა. საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. რაც შეეხება ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს შეეხებოდა მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს, რადგან მხარე არ დაელოდა პარიზში პროცედურების დასრულებას და პარალელურად სცადა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება.

მისი თქმით, ვაშინგტონის სასამართლო მსჯელობდა უნდა დალოდებოდა თუ არა პარიზში პროცედურების დასრულებას.

„ეს გადაწყვეტილება, რომელსაც აშუქებენ ცალკეული ტელევიზიები, მხოლოდ პროცესუალურად შეეხება იმას, რომ ვაშინგტონში პარალელურად გაგრძელდება ეს პროცედურები. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს“, - აღნიშნა ძამაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა