მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.4
-0.0026
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.893
-0.0001
flag
EUR 2.8447
-0.0048
flag
GBP 3.4159
-0.0035
flag
KZT 58.29
-0.0007
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5927
-0.0001
news banner

დავით ნარმანია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლის უფლებების დაცვის, მომსახურების ხარისხისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე.

დავით ნარმანიას თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში კონკურენტული გარემოს განვითარების ხელშეწყობა რეგულირების პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს, ხოლო აღნიშნული მიზნების ეფექტიანად განხორციელება მოითხოვს მუდმივ ინსტიტუციურ თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და რეგულირების მექანიზმების თანმიმდევრულ განვითარებას.

“მომსახურებების გამარტივებისა და მომხმარებლებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების შეთავაზების კუთხით, სემეკი აქტიურად თანამშრომლობს კოლეგა უწყებებთან.

სემეკი, წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კოლეგა უწყებებთან, რაც ხელს უწყობს სექტორული შესაძლებლობების გაძლიერებას, არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებასა და ახალი მიდგომების დანერგვას. ამ პროცესის საბოლოო მიზანი კი რეგულირებადი სექტორების მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობაა.

უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული კონფერენცია მნიშვნელოვან პროფესიულ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, იმსჯელონ სექტორში არსებულ გამოწვევებზე, შეაფასონ არსებული პრაქტიკა და ერთობლივად განიხილონ მათი დაძლევის ეფექტიანი გზები,” - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

19-20 ნოემბერს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენცია იმართება. წლების განმავლობაში, კონფერენცია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული დიალოგისა და სფეროს აქტუალურ გამოწვევებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.

უკვე მეხუთე წელია, ღონისძიება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი), საქართველოს ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

კონფერენცია თბილისში 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტ უცხოელ დელეგატს მასპინძლობს და აერთიანებს კოლეგა უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, საჯარო ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. ყოველწლიური ღონისძიების მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა გამოჰყავთ - შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა

19.11.2026.12:30

ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა გამოჰყავთ. დაშავებულები კი ინგოროყვას კლინიკაში არიან მოთავსებული.

შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. აფეთქების ხმა დაახლოებით, დილის 9 საათზე გაისმა.

აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი საავადმყოფოში გადაყვანამდე ჰყვებოდა, რომ გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა, რის გამოც ბუნებრივი აირი დაგროვდა. დილით კი, როდესაც გადაწყვიტა, რომ გაზი ჩაერთო, აფეთქება მოხდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა