დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მელიორაციის სექტორში ტარიფების რეფორმის მიმდინარეობის შეფასებას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მელიორაციის სექტორში არსებული გამოწვევები, რომელთა გადაჭრა ხელს შეუწყობს ეფექტიან რეგულირებას. დავით ნარმანიამ დადებითად შეაფასა მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა რეფორმის პროცესში.
სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები .
სხვა სიახლეები
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი
21.08.2026.09:46
საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28-დან 33 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 32 გრადუსამდე დათბება. სინოპტიკოსების პროგნოზით, უნალექო ამინდი ქვეყნის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში 24-25 აგვისტომდე შენარჩუნდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ძირითადად მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის საათებში 30-32 გრადუსის ფარგლებში იქნება.
„დღეისთვის. მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. უნალექო ამინდი ძირითადად გაგრძელდება დასავლეთ საქართველოში 24 რიცხვამდე, ხოლო, აღმოსავლეთში 25 რიცხვამდე“, - განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.