მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

სემეკის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგოსექტორის საინვესტიციო მიმზიდველობაზე და ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისების მნიშვნელობაზე ელექტროენერგიის წარმოების ზრდისა და ენერგეტიკული პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით.

“იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისა და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიმართულებით. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების ზრდას, საინვესტიციო გარემოს გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას. პროექტი მნიშვნელოვანია თანამედროვე ჩინური ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისითაც.

პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინიციატივაა, რომელიც ამავდროულად, ხელს უწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს ხანებში ენერგეტიკის სექტორში სხვა ჩინური ინვესტიციებიც იქნება მოზიდული”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

104 მგვტ-იანი სიმძლავრის იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტს ახორციელებს “აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია”.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქარელისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

22.10.2026.19:41

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში საჯარო სკოლების აღდგენას იწყებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან.

პროექტის ფარგლებში მოხისის და საყულიის სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები. მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ორივე სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემო შეიქმნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა