მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წელს, მარეგულირებელმა კომისიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების გაუმჯობესებისათვის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ამასთანავე, კიდევ უფრო გააქტიურდა სემეკის როლი საერთაშორისო ორგანიზაციებში. 

„საერთაშორისო ორგანიზაციებში სემეკმა წელს კიდევ ერთხელ მოიპოვა წარმატებული მარეგულირებელი კომისიის სტატუსი და ენერგეტიკის სექტორში წამყვანი ორგანიზაციების მიერ მიენიჭა უფლება, რომ  2026 წელს მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმს საქართველოში უმასპინძლოს. ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.   

მისივე თქმით, 2023 წლის განმავლობაში სემეკის გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ჩამოეწერათ კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული, ასევე, ხანდაზმული დავალიანებები, ჯამში - 700 ათას ლარამდე. ამასთანავე, მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, სემეკის გადაწყვეტილებებით კომპანიებმა მომხმარებლებზე ჯამში 330 ათასი ლარის კომპენსაცია გასცეს.

„მოქალაქეები აქტიურად სარგებლობენ სემეკის მიერ შეთავაზებული გამარტივებული კომუნალური მომსახურებებით. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იუსტიციის სახლში გადატანილი კომუნალური სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი. გარდა ამისა, გაიზარდა დისტანციური მომსახურების მაჩვენებლებიც, მაგალითისთვის, 2023 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტმა უნიკალურმა მომხმარებელმა ისარგებლა *303#-ის სერვისით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.   

სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე:

„სემეკი აგრძელებს მუშაობას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პროგრამის დანერგვაზე. აღნიშნულ სისტემაში უკვე რეგისტრირებულია 23 კომპანია, გაცემულია 1,937,526 სერტიფიკატი. 2023 წელს გაორმაგდა   ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა, რომელთა ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 60 მეგავატს მიაღწია.  

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები რჩება უცვლელი. ბუნებრივი გაზის სექტორში მიმდინარეობს კომპანიების გამსხვილებისა და ხელახალი ავტორიზაციის პროცესი. აღნიშნული ხელს შეუწყობს სექტორში ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, მიმდინარეობს  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყლის“, შპს „ბათუმის წყლის“, შპს „საჩხერის წყალკანალის“ და შპს „საგარეჯოს“ მომდევნო წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმების ანალიზი. კომისია შეითანხმებს იმ გეგმებს, რომლებიც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების სექტორის მომსახურების გაუმჯობესებას.

რაც შეეხება რეგულირებას დაქვემდებარებულ ახალ სექტორს, 2023 წელს სემეკმა დაიწყო მელიორაციის სექტორის ეფექტიანი რეგულირებისათვის ნორმატიული ბაზის შექმნა. ამ მიზნით,  უკვე დამტკიცდა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების გაანგარიშების შესახებ მეთოდოლოგია“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

სემეკის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში განხორციელებულ პროექტებზე. მისი თქმით, 2023 წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საკითხებზე ჩატარდა რამდენიმე სასწავლო კურსი, სადაც გადამზადება გაიარეს როგორც აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულმა და სექტორების რეგულირებით დაინტერესებულმა პირებმა, ასევე სტუდენტებმა.  

დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს 2024 წლის გეგმები გააცნო. მომდევნო წელს სემეკის საქმიანობის პრიორიტეტები იქნება მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და კომუნალური კომპანიების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება, ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესისა და კონკურენციის, განახლებადი ენერგიების ათვისების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაფართოება  და ენერგეტიკული განათლების ხელშეწყობა. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა