მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში გამართულ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში გამართულ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მარეგულირებელი კომისიების, სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

სემეკის თავმჯდომარემ, მოხსენების ფარგლებში ისაუბრა კვირეულის მნიშვნელობაზე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ცოდნის დონის ამაღლების აუცილებლობაზე.

„სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციები ემსახურება ერთ ძირითად მიზანს - ხელი შეეწყოს სექტორების განვითარებას და დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლის უფლებების დაცვასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია მისი დროული ინფორმირება კომუნალურ საკითხებზე. კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი რეგულაცია თუ გადაწყვეტილება საჯაროა და ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირისებთვის. მომხმარებლის ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სემეკმა შშმ პირებისთვის ადაპტირებული საინფორმაციო ბუკლეტები შეიმუშავა, მომზადდა საინფორმაციო კლიპი სურდო თარგმანით, ბუკლეტები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას, 2025 წელს 5000-მდე პირს ჩაუტარდა ტრენინგები კომუნალურ საკითხებთან დაკავშირებით. მიმდინარე წელსაც ასევე აქტიურად გრძელდება მომხმარებელთა ინფორმირების დონის ამაღლებაზე მუშაობა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

9-16 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული ჩატარდა. კვირეულის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image არასწორია, თითქოს აშშ-ის სასამართლომ საქართველოს „ენკას“ სასარგებლოდ $400 მილიონი დააკისრა, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში პროცესი არ მიმდინარეობს - ბექა ძამაშვილი

16.09.2026.20:13

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, დღეს ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

მისი თქმით, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.

„სწორედ პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც უნდა საბოლოოდ გადაწყვიტოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა. საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. რაც შეეხება ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს შეეხებოდა მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს, რადგან მხარე არ დაელოდა პარიზში პროცედურების დასრულებას და პარალელურად სცადა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება.

მისი თქმით, ვაშინგტონის სასამართლო მსჯელობდა უნდა დალოდებოდა თუ არა პარიზში პროცედურების დასრულებას.

„ეს გადაწყვეტილება, რომელსაც აშუქებენ ცალკეული ტელევიზიები, მხოლოდ პროცესუალურად შეეხება იმას, რომ ვაშინგტონში პარალელურად გაგრძელდება ეს პროცედურები. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს“, - აღნიშნა ძამაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა