დავით ნარმანიამ ქ.გორის მოსახლეობას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებები გააცნო
6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქ.გორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. შეხვედრას ესწრებოდნენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მარეგულირებელი კომისიის როლი და ფუნქციები. მან დეტალურად ისაუბრა სემეკის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, რომლის მიზანიცაა მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება.
9-16 მარტს, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ორგანიზატორები არიან სემეკი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო.
კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, რეგისტრაცია იწყება
24.04.2026.13:12
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ რეგისტრაციას აცხადებს.
პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების- მეტყევე-ტაქსატორების მომზადება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს და შეძლებენ საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, ასევე სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.
სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული სწავლება გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, კვირაში სამი დღის განმავლობაში. პრაქტიკული ნაწილი კი ჩატარდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეებში, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ბაკურიანში, 21 დღის განმავლობაში.
პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საბოლოო შეფასებას და წარმატების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
პროგრამას ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.
„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ პროგრამაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მსურველთა გასაუბრება 8 მაისს გაიმართება, ხოლო სასწავლო პროცესი 11 მაისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.
პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირას შეადგენს და მასზე სწავლა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.ge/
პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სატყეო ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი და აუცილებელი ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) წარდგენა.