დავით ნარმანიამ სემეკში ISO 9001:2015 სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) სემეკისთვის მინიჭებული ISO 9001:2015 სტანდარტის ფარგლებში, კომისიის საქმიანობის ხარისხის შესრულების ძირითადი მაჩვენებლებისა და რისკების შეფასების შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრები.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, სხვადასხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით, სემეკის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
„სემეკი 2020 წლიდან ფლობს ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ სემეკის საქმიანობის ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კომისიაში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა საქმიანობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და დახვეწაზე. სემეკს გააჩნია საერთაშორისო დონის ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მდგრად განვითარებასა და გამჭვირვალობას. ჩემს გუნდთან ერთად, ჩემი ამოცანაა, რომ სემეკი მუდმივად იყოს ისეთი ინსტიტუცია, რომელიც ორიენტირებულია სიახლეების დანერგვაზე და ღიაა ინოვაციების მიმართ,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო უნივერსალური სერტიფიკატია და მისი ძირითადი პრინციპებია მომხმარებელზე ორიენტირება, პერსონალის ჩართულობა, პროცესუალური მიდგომები, პროცესუალური მიდგომები, საქმიანობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.