მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

დავით სონღულაშვილი იტალიის აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს, „Coldiretti” და „Filiera Italia” ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის აგროსასურსათო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციაზე, წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ღირებულებათა ჯაჭვების განვითარებასა და კერძო სექტორებს შორის პირდაპირი ბიზნესკავშირების გაძლიერებაზე.

„საქართველო იტალიასა და იტალიურ აგრობიზნესს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იტალიის გამოცდილება მწარმოებლების, გადამმუშავებლებისა და ბაზრების დაკავშირების მიმართულებით. გვინდა, გავაძლიეროთ თანამშრომლობა გადამუშავების, ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქციის შექმნის მიმართულებით და ხელი შევუწყოთ პირდაპირი ბიზნესკავშირების დამყარებას ქართულ და იტალიურ კომპანიებს შორის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველო-იტალიის აგროსასურსათო ბიზნესთანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმის შექმნის ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას, პოტენციური პარტნიორი კომპანიების გამოვლენასა და კონკრეტული ბიზნესპროექტების განხორციელების ხელშეწყობას. ასევე განიხილეს ბიზნესინფორმაციის გაცვლისა და იტალიური კომპანიების საქართველოში ვიზიტის ორგანიზების საკითხები, რაც ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის კავშირების გაღრმავებასა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამუნა ლილუაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი. იტალიური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლუიჯი სკორდამალია - Filiera Italia-ს გენერალური დირექტორი და Coldiretti-ს საერთაშორისო ბაზრების, ინტერნაციონალიზაციისა და ევროკავშირის პოლიტიკის დირექტორი, სტეფანო მაზინი - Coldiretti-ს გარემოს დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ფრანჩესკა ალფანო - Coldiretti-ს ინტერნაციონალიზაციისა და სურსათის პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი და კარმელო ტროკოლი - მსოფლიო ფერმერთა კოალიციის დირექტორი.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2026“ გაიმართა

12.10.2026.13:03

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა (გერმანია) და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან პარტნიორობითა და თანაორგანიზებით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2026″ - ჩატარდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კონფერენცია, რომლის მიზანია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევებისა და მიღწევების განხილვა, ინოვაციური იდეების გაზიარება და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა. პროფესორმა თალიკო ჟვანიამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სახელით წარმატება უსურვა. თავის გამოსვლაში დეკანმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებას, ახალი იდეების წარმოჩენასა და უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირების გაძლიერებას. დეკანმა ხაზგასმით ისაუბრა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მსგავსი შეხვედრების როლზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების წარმოჩენისა და აკადემიური კავშირების გაღრმავების პროცესში.

როგორც თალიკო ჟვანიამ აღნიშნა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამ მიმართულებით დაგროვილი ცოდნის გაზიარება, ახალი სამეცნიერო მიდგომების განხილვა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის, ისე ინოვაციური გადაწყვეტილებების პრაქტიკაში დანერგვისთვის.

„მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ყოველწლიურად აგრძელებს განვითარებას და სხვადასხვა უნივერსიტეტს მასპინძლობის შესაძლებლობას აძლევს. გასულ წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კონფერენცია ბათუმში გაიმართა, წელს კი მას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენ შორის არსებულ აკადემიურ პარტნიორობასა და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების საერთო ინტერესს.

მსგავს ფორმატში კონფერენციების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებს, მკვლევრებსა და დარგის სპეციალისტებს აერთიანებს, ქმნის სამეცნიერო გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების განხილვისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ამასთანავე, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის საგანმანათლებლო და კვლევითი კავშირების განმტკიცებას და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართული უნივერსიტეტების წარმოჩენას. ჩვენი მიზანია, კონფერენცია იქცეს პლატფორმად, სადაც აკადემიური დიალოგი კონკრეტულ სამეცნიერო შედეგებსა და მომავალ ერთობლივ პროექტებში აისახება“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა