მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.7
-0.0076
flag
AZN 1.5396
-0.0005
flag
CNY 38.807
-0.0012
flag
EUR 3.0191
-0.0014
flag
GBP 3.5318
-0.0079
flag
KZT 56.26
0.0002
flag
TRY 0.0548
0
flag
USD 2.6171
-0.001
news banner

დავით სონღულაშვილი სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებს შეხვდა

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სექტორის განვითარების საკითხები, დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამები და ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილა.

„სასათბურე მეურნეობების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და იმპორტის ჩანაცვლება, ხოლო მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდა. ამისთვის აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების ეფექტიანობის ზრდა, სასაწყობე და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. აღნიშნული მიმართულებით სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს. პირველი ივლისიდან ამოქმედდება შესაბამისი პროგრამები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებებიც განხორციელდება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს დარგში არსებული საჭიროებები გააცნეს. საუბარი შეეხო პროდუქციის რეალიზაციის საკითხებს, მსხვილ სავაჭრო ქსელებთან პირდაპირი თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებას, ასევე სასაწყობე და სამაცივრე ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. 

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ინვესტიციების მოზიდვის და ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე, რაც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა დარგობრივი საბჭოს ფორმატში გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს სექტორის წარმომადგენლებთან რეგულარულ კომუნიკაციას, კვარტალში ერთხელ შეხვედრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ხოლო თვეში ერთხელ მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით. საბჭოს ფარგლებში განიხილება დარგისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და განისაზღვრება მათი გადაჭრის შესაძლო გზები.

სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და სამინისტროს შესაბამისი უწყებებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14.08.2026.16:52

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 205 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 49 900 ლარი შეადგინა.

ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა