მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

დავით სონღულაშვილი ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად წარმართვის, მოსავლის რეალიზაციის, საექსპორტო ლოგისტიკისა და მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების კოორდინირებული მუშაობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერმერების მხარდაჭერას, არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებასა და სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის განხორციელებას.

„ციტრუსის სეზონის წარმატებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ჩართული მხარე შეთანხმებულად მუშაობდეს. ჩვენი მიზანია, სეზონის განმავლობაში დროულად ვუპასუხოთ არსებულ საჭიროებებს, ხელი შევუწყოთ ფერმერებსა და საწარმოებს შორის ეფექტიან თანამშრომლობას და უზრუნველვყოთ მოსავლის სრულად ათვისება. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც საექსპორტო მანდარინის რეალიზაციას, ისე არასტანდარტული ნაყოფის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესის ორგანიზებულად წარმართვას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერეს, მათ შორის, სათბური, სადაც ციტრუსოვანთა 15 ჯიშია განთავსებული. აღნიშნული ჯიშები საქართველოს ეროვნულ კატალოგშია რეგისტრირებული.

დავით სონღულაშვილმა, ზურაბ პატარაძესა და დენის სალუქვაძესთან ერთად, სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.

მინისტრთან ერთად, ციტრუსის სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჩემი პირველი ნერგი - პროგრამის მერვე დღეს პირველკლასელები ნერგებს ბათუმში, ქობულეთში, დმანისსა და თეთრიწყაროში დარგავენ.

03.11.2026.17:22

ჯამში საქართველოს რეგიონებში უკვე 20 000-მდე ნერგი დაირგო.პროგრამა საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება.„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ. ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური და ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა. პლატფორმის საშუალებით შეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა