დავით სონღულაშვილმა შპს „ჰერბიას“ მეურნეობა დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქმედი შპს „ჰერბიას“ მეურნეობა დაათვალიერა.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან აგროწარმოების განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სასათბურე მეურნეობების შექმნის ხელშეწყობაა. დახურულ გრუნტში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდა უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრების არა სეზონურად, არამედ უწყვეტად მომარაგებას. შესაბამისად, არაერთი პროგრამა მუშაობს აღნიშნული მიმართულების განვითარებისთვის.
შპს „ჰერბია“ სასათბურე მეურნეობას ფლობს და ადგილობრივ ბაზარს სხვადასხვა სახეობის მწვანილითა და ბოსტნეულით ამარაგებს. საწარმო პროდუქციას ქსელურ მარკეტებს აწვდის.
შპს „ჰერბია“ 2014 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამითა“ და პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ისარგებლა.
იმერეთის რეგიონში, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, სასათბურე მეურნეობების მოწყობისა და განვითარების მიზნობრიობით ბანკების მიერ გაცემულია 50,7 მლნ ლარზე მეტი აგროსესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 10,9 მლნ ლარია.
მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე, ტენდერები გამოცხადდა
20.08.2026.20:24
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადა.
განსახორციელებელი შესყიდვის პირობები ითვალისწინებს პრეისკურანტის საფუძველზე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების, მათ შორის, პერიოდული შეკეთების, ასევე, საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას.
როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 150 მლნ. ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების შესრულების ვადა ორივე შემთხვევაში სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა.
აღმოსავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ასევე, დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებსა და სხვა საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები (გარდა აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი საავტომობილო გზებისა - შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696746&lang=ge
დასავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები - შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696756&lang=ge