დაზიანებული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი" და ,,სადახლო-საავტომობილო" უცხო ქვეყნებიდან შემოსული - 24 300 კილოგრამი ხახვით და 36 407 კილოგრამი ატმით დატვირთული 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო - საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ატმისა და ხახვის დიდ ნაწილს ფიტოსანიტარიულ და სასურსათო მოთხოვნებთან შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
სხვა სიახლეები
მობილურმა იუსტიციის სახლმა ევროპის მასშტაბით ჯილდო მოიპოვა - ვახტანგ ჟვანია
29.07.2026.16:39
მობილურმა იუსტიციის სახლმა ევროპის მასშტაბით ჯილდო მოიპოვა - ამის შესახებ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„რეალურად, რამდენიმე ხნის წინ მობილურმა იუსტიციის სახლმა, რომელიც არის იუსტიციის სახლისმორიგი ინოვაციური პროექტი და რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ნაკლები ხარჯებით ზუსტადიგივე სერვისები მივაწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს, როგორც, უკვე ვახსენეთ, იუსტიციისსახლებშია ხელმისაწვდომი, ევროპის მასშტაბით მიიღო ჯილდო.
ეს ჯილდო ეხება საჯარო მმართველობის განვითარებას, ოღონდ ინოვაციური მიმართულებებით. ამჯილდოს მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ, როცა გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, რომლებიც სერვისის მიწოდების ნაწილში დიდი გამოცდილებითგამოირჩევიან და აქვთ საკმარისი ცოდნა იმისა, რომ ზუსტად დააიდენტიფიცირონ, რამ შეიძლებახელი შეუწყოს სერვისების მიწოდების განვითარებას, ზოგადად ევროპის მასშტაბით, გამოარჩიესმობილური იუსტიციის სახლი.
ბუნებრივია, ეს არის დასტური იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სახლის პოლიტიკასწორია და სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველო არისერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო, სადაც სერვისების მიწოდება თითქმის ყოველდღიურ რეჟიმშივითარდება და ის მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეზეა ორიენტირებული.
ეს არის დასტური და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მამოტივირებელი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომარ გავჩერდეთ ამ მიღწევებზე და ყოველდღიურ რეჟიმში ვეცადოთ, რომ დამატებით, უფრო მეტადმოქალაქის ინტერესებზე მორგებული პროექტები შევთავაზოთ საზოგადოებას.
ასე რომ, ამ ნაწილში, ბუნებრივია, ერთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ გვქონდეს რესურსიამ პროექტების განხორციელებისა, და მეორე ნება.
თქვენ კიდევ მოგეხსენებათ, რომ დღეს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს განსაკუთრებული ნებაიმისა, რომ რაც შეიძლება მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში და, რა თქმაუნდა, სერვისების გაცემის ნაწილშიც“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.