დედაქალაქის მთავრობის მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაა - შალვა ოგბაიძე
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარე დედაქალაქის მერს კახა კალაძეს შთამბეჭდავი ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა.
შალვა ოგბაიძემ სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაა, რაც საქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.
როგორც ოგბაიძემ აღნიშნა, დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი რომ სრულად განახლდა, ეს ყველასთვის ცნობილია.
კვლავ გაგრძელდება თბილისის ქუჩებში ბასლაინების მონიშვნა, რათა საქალაქო ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს მოძრაობა და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა.
თბილისის მერია დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს.
სატრანსპორტო საშუალებები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ევროსტანდარტებს, რაც ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვანია.
შალვა ოგბაიძე ისეთ მნიშვნელოვან თემებს შეეხო, როგორიცაა მეტროს, ავტობუსების და მიკროავტობუსების მარშრუტების განახლება და სინქრონიზაცია, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმალური გადანაწილება და ხელმისაწვდომობის ამაღლება.
მისივე თქმით, ჭკვიანი შუქნიშნების მეშვეობით ხდება მონაცემების შეგროვება, სატრანსპორტო ნაკადების უკეთესი გადანაწილება და მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაცია.
შალვა ოგბაიძე პარკირების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პარკირების რეგულირება ემსახურება სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალურ მართვას. ის ასევე თბილისის მერიის ინიციატივას შეეხო, რაც ელექტრომობილების მოხმარების წახალისებას გულისხმობს.
,,ელექტრომობილებს არ შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური. მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გამოყოფილია სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უფასო სადგომები, რომლებზეც სხვა ავტომანქანებს დაყენების უფლება არ აქვთ.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი ახორციელებს ელექტროდამტენების მონტაჟს,“-განაცხადა ოგბაიძემ.
მისივე თქმით, წელს ამ წახალისებით 600 ერთეულიდან, თითქმის, 4000 ერთეულამდე გაიზარდა ელექტომობილების მოხმარების რაოდენობა.
შალვა ოგბაიძე 2019 წელს კახა კალაძის ინიციატივასაც შეეხო, რომელიც 186-ე ბაგა-ბაღში საბავშვო ავტოქალაქის შექმნას გულისხმობდა, სადაც ბავშვები მოძრაობის წესებს სწავლობენ.
,,აღნიშნული პროექტი კვლავაც გრძელდება და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მას წარმატებით ახორციელებს’’,-განაცხადა ოგბაიძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.