მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.7
-0.003
flag
AZN 1.5424
-0.0007
flag
CNY 39.056
-0.0049
flag
EUR 2.9807
-0.0118
flag
GBP 3.4665
-0.017
flag
KZT 59.33
0.0034
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6218
-0.0011
news banner

დედაქალაქი წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

news image
mbc image

დედაქალაქი 10-11 თებერვალს წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა სასმელი წყლის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ დედაქალაქში არსებულ გამოწვევებზე, ასევე, იმ განხორციელებულ პროექტებზე, რომელთაც მუნიციპალიტეტი, ბოლო წლების განმავლობაში, წყლისა და წყალარინების ქსელების გაუმჯობესების თვალსაზრისით ახორციელებს. 

მისივე განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი ქვეყანაა თავისი განსაკუთრებული მდებარეობის, მრავალფეროვანი ლანდშაფტის გამო და სასმელი წყლის სექტორის განვითარების პარალელურად, აქვს შესაძლებლობა, იყოს წამყვანი ენერგოიმპორტიორი ქვეყანა. 

„სამწუხაროდ, საქართველოში სასმელი წყლის სექტორი ძირეულ ცვლილებებს და მასშტაბურ ინვესტიციებს საჭიროებს. 2017 წელს, როდესაც ქალაქის ხელისუფლებაში მოვედით, ამ მხრივ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა და არსებობდა უამრავი პრობლემა. სწორედ ამიტომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მთავრობა ახორციელებს, იწყებს, პირველ რიგში, მწყობრიდან გამოსული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლით, წყლისა და წყალარინების ქსელების მოწესრიგებით, რაც როგორც მოგეხსენებათ, სამუშაოების ვადებსა და ღირებულებას ზრდის.ეს ყველაფერი მოსახლეობაში გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულმა შესრულებულმა სამუშაომ უნდა გაუძლოს ათეულობით წელს, გვიწევს 24-საათიანი, დაუღალავი შრომა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, ბოლო წლებში დედაქალაქში არაერთ ქუჩასა და გამზირზე გამოიცვალა წყლისა და წყალარინების ცენტრალური ქსელები, სხვადასხვა დასახლებაში უკვე აშენდა ან იგეგმება ცენტრალური კოლექტორების მშენებლობა; მსგავსი ტიპის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს საცხოვრებელ კორპუსებშიც. 

„ჩვენ, ქვეყნის მასშტაბით, როგორც მუნიციპალიტეტების, ისე წყლის მომწოდებელი კერძო კომპანიების დონეზე, საკმაოდ ბევრი გვაქვს სამუშაო, ამაში კი თქვენი, მაღალი სტანდარტების მქონე ოპერატორების ჩართულობისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების იმედი გვაქვს. თბილისის მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავაც გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას, რაც მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოსა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. 

წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია საერთაშორისო კომპანია „აქუალია“, რომელიც GWP-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა და ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში ოპერირებს. 

ფორუმის მონაწილეები ეროვნულ და რეგიონულ კონტექსტში სასმელი წყლის სექტორის განვითარებისთვის სამომავლო ნაბიჯებზე,ასევე, ქვეყნის მდგრადი განვითარების მიმართულებით წყლის სექტორის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება ინფრასტრუქტურის გარდაქმნის საჭიროებაზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და ევროპული გამოცდილების გაზიარებაზე. 

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, მარეგულირებელი და კერძო კომპანიების, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან. 

ფორუმის ფარგლებში დედაქალაქს „აქუალიას“ აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე პერეს ლუკასი, ამავე კომპანიის რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი და ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბან ფერნანდესი ეწვია, რომლებმაც დედაქალაქის მერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაც გამართეს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს რკინიგზამ 200 ახალი სატვირთო ვაგონი შეიძინა და სავაგონო პარკის განახლება დაიწყო

24.09.2026.17:38

საქართველოს რკინიგზამ 200 ახალი სატვირთო ვაგონი შეიძინა და სავაგონო პარკის განახლება დაიწყო.

საქართველოს რკინიგზა ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანიამ 200 ახალი სატვირთო ვაგონის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება სანქცირებულ კომპანიასთან გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - კომპანია, რომელთანაც საქართველოს რკინიგზამ ხელშეკრულება გააფორმა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სანქცირებული არ არის.

საქართველოს რკინიგზის გაჯანსაღებისა და ახალი მენეჯმენტის მიერ დანერგილი ეფექტური მიდგომების შედეგად, კომპანია სავაგონო პარკის მასშტაბურ განახლებას იწყებს. შეძენილი 200 ახალი სატვირთო ვაგონის პირველ პარტიას საქართველოს რკინიგზა უახლოეს დღეებში მიიღებს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს რკინიგზამ სატვირთო ვაგონები შუამავალი კომპანიის გარეშე, უშუალოდ მწარმოებელი ქარხნისგან შეიძინა. შუამავალი რგოლის გამორიცხვამ, მნიშვნელოვნად შეამცირა შესყიდვის ხარჯები და კომპანიას ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობა მისცა.

შესყიდვა გამჭვირვალე და კონკურენტული პროცედურის საფუძველზე განხორციელდა. სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდათ, რამაც ჯანსაღი კონკურენციის პირობები უზრუნველყო და შესაბამისად, საქართველოს რკინიგზამ ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით, საუკეთესო შეთავაზება შეარჩია.

ხელშეკრულება საქართველოს რკინიგზისთვის ხელსაყრელი პირობებით გაფორმდა: თითოეული სატვირთო ვაგონის საექსპლუატაციო ვადა 22 წლის ნაცვლად 32 წელია, ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია მიწოდების მოკლე ვადა და კომპანიას არ აქვს საავანსო თანხის გადახდის ვალდებულება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია შესყიდვის ფასი - საქართველოს რკინიგზას სატვირთო ვაგონები ასეთ დაბალ ფასად ათწლეულებია არ შეუძენია. მიღებული შედეგი მაღალი კონკურენციის პირობებში ჩატარებული გამჭვირვალე შესყიდვისა და შუამავალი რგოლის გამორიცხვის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

საქართველოს რკინიგზას ამ რაოდენობის სატვირთო ვაგონების შესყიდვა ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ განუხორციელებია. სავაგონო პარკის განახლება კომპანიის გამტარუნარიანობის, ოპერაციული ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება.

ამასთან, საქართველოს რკინიგზა აგრძელებს სხვადასხვა მწარმოებლისგან წინადადებების მიღებას და ახალი სატვირთო ვაგონების შეძენას მომავალშიც გეგმავს.

საქართველოს რკინიგზა მედიასაშუალებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა