დედაქალაქის მერმა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაში ჩართულ უწყების თანამშრომლებსა და კომპანიებს მადლობა გადაუხადა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ უწყების თანამშრომლებსა და შესაბამისი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის შესრულებულია დაპირება, რომელიც შეეხებოდა 15 სექტებრისთვის თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთის გახსნასა და სატრანსპორტო გადაადგილების აღდგენას.
„რუსთაველის გამზირზე ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ამ გამზირის მოწესრიგება და განახლება. ბევრჯერ გვითქვამს, რომ პირველი, რაც კეთდება, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართულია სამუშაოებში. მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს. ჩვენი დაპირება იყო, რომ 15 სექტემბრამდე ერთი გარკვეული მონაკვეთი გაკეთდებოდა და ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნებოდა. ცხადია, სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის. ეს დაპირება შესრულდა და დღეს ტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია. საუბარია ჭოველიძიდან ქუჩიდან ყოფილ ელბაქიძის აღმართამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე, რამაც გარკვეულწილად შეამსუბუქა ის მძიმე მდგომარეობა და დისკომფორტი, რაც გაადგილების თვალსაზრისით იყო დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოსახლეობას გადაადგილების თვალსაზრისით ნოემბრის ბოლომდე დარჩენილი დისკომფორტისთვის კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სხვაგვარად მსგავსი მასშტაბის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია.
„ნოემბრის ბოლოს უნდა დავამთავროთ ყველაფერი. მანამდე შეზღუდვები იქნება და გადაადგილების დისკომფორტიც გვექნება, რისთვისაც კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. მადლობა კიდევ ერთხელ იმ ადამიანებსა და კომპანიებს, ვინც ჩართულია სამუშაოებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
ვფიქრობ, ეს ნამდვილად ისტორიული პროექტია - ტრამვაი თბილისში ბრუნდება | გიორგი ტყემალაძე
16.09.2026.20:08
ვფიქრობ, ეს არის ნამდვილად ისტორიული პროექტი - ტრამვაი თბილისში ბრუნდება, - განაცხადა თბილისის ვიცე-სპიკერმა გიორგი ტყემალაძემ. „დღის ქრონიკაში“ მან პროექტის განხორციელების ვადები დეტალურად განმარტა.
„ეს არის კონცეპტუალური დიზაინის შექმნა 3 თვის განმავლობაში, შემდგომ 6 თვე დეტალური პროექტირება და შემდეგ უკვე მშენებლობა. 36 თვე არის საერთო ჯამში ის ვადა, რომლის ათვლაც დაწყებულია და დარწმუნებულები ვართ, რომ 36 თვის თავზე, უფრო ადრე თუ არა, ეს პროექტი იქნება განხორციელებული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას“, - განაცხადა მერის მოადგილემ.
დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მიმავალი ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი ივლისში დასრულდა. მასში თურქეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ გაიმარჯვა.