მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დეკონცენტრაციის ნაწილი გულისხმობს იმას, რომ თბილისის სტუდენტური კვოტირების ნაწილი გარკვეულწილად თანდათან გადაინაცვლებს ქუთაისის მიმართულებით - ზვიად გაბისონია უმაღლესი განათლების რეფორმის დეტალებზე

news image
mbc image

შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, ბაკალავრიატის საფეხურზე მისაღები ადგილების რაოდენობა 21 600-ით განისაზღვრა, რაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მომავალში ეტაპობრივად დაუახლოვდება რეალურ საჭიროებას - 14 400 ადგილს.

„მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ პრემიერის ხელმძღვანელობით გამოვიტანეთ შრომის ბაზრის კვლევა და ვაჩვენეთ, რომ პროფესიები, რომლებიც ორიენტირებულია შრომის ბაზარზე და დასაქმებაზე, იყო მოთხოვნა-მიწოდების ნაწილში სერიოზული გარღვევა იმ მიმართულებით, რომ მაგალითისათვის 14 400 ადგილი, რომელიც ჩვენ გვჭირდება კონკრეტული მიმართულებით მომხდარიყო გადანაწილება, ამის ნაცვლად მიღება იყო დაახლოებით 20 000-ზე ცოტა მეტი რაოდენობის. ეს ერთი ნაწილი. ასევე აქვე მინდა, რაც ხშირად სპეკულაციის საგანი ხდება ხოლმე, რომ ყველა პროფესია, რა თქმა უნდა, არ არის დასაქმებაზე ორიენტირებული. ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული დეფიციტური, ან მეცნიერებაზე ორიენტირებული პროფესიები, რომელიც ყველა განვსაზღვრეთ და კვოტირების ნაწილში იგივე 5-დან 20-მდე ეს იყო მინიმალური ის ზღვარი, რა ზღვარზეც ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ხდება ასე ვთქვათ განსაზღვრა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე და დასაქმების ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე, მაინც განსაზღვრეთ იმისათვის, რომ ეს პროფესიები არ დაგვეკარგა.

ყველაზე დიდი პრობლემები მოგეხსენებათ ამ ნაწილში მიწოდების ნაწილში გვაქვს, ჭარბი მიწოდების ნაწილში, მოთხოვნა გაცილებით ნაკლებია. აქედან გამომდინარე, მაგალითად ამიტომ მოგვყავს ხოლმე ძალიან ხშირად, გარდა იმისა, რომ ჩვენ თავად ვართ ამ პროფესიის წარმომადგენლები, ჩვენ თავად ვხედავთ მთავარ პრობლემებს რაც ამ მიმართულებით გვაქვს. ამ ნაწილში უნდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ციფრები ყოფილიყო ბაზარზე ორიენტირებული, თუმცა გახსოვთ, რომ პრემიერმა შეხვედრის დროს პირდაპირ განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ჩვენ ჭარბად ვაკეთებთ ამ წუთას მიწოდებას შესაბამისი პროფესიებისა იმისათვის, რომ ვთქვათ სტრესული მომენტი არ ჰქონოდა სტუდენტებს, რადგან მოკლე პერიოდი იყო ამ ნაწილში. ასევე ჩვენ გვინდა, რომ ეტაპობრივად მოვახდინოთ კონკრეტულად ბაზრის კვოტაზე დაჯდომა და დაახლოებით ასეთი გახლავთ 14 400 ადგილი, ხოლო ამ ეტაპისთვის ჩვენ დაახლოებით განსაზღვრეთ 21 600 ადგილი ბაკალავრიატის ნაწილზე და დაახლოებით მისი 15-20%, როგორც ევროსტანდარტია, იცით, მაგისტრატურის მიმართულებით“, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.

ირკვევა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სპეციალობების კვოტირების ახალი პრინციპი ამოქმედდება, რომელიც უნივერსიტეტებში პროგრამების გადანაწილებასა და რეგიონულ დეკონცენტრაციას ითვალისწინებს. ზვიად გაბისონიას განცხადებით, რეფორმის მიზანია თბილისში და ქუთაისში ორი საგანმანათლებლო ჰაბის ჩამოყალიბება და სახელმწიფო უნივერსიტეტებში პრინციპის „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ დანერგვა.

„კვოტირების პრინციპი სრულად შეესაბამება რეფორმის მთავარ გენერალურ ხაზს. ანუ მთავარი პრინციპი რა არის, რომ ჩვენ გვჭირდება ორი ჰაბი ქვეყანაში, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს მიმართულებით - თბილისი და ქუთაისი. შესაბამისად, დეკონცენტრაციის ნაწილი გულისხმობს იმას, რომ თბილისის სტუდენტური კვოტირების ნაწილი გარკვეულწილად თანდათან გადაინაცვლებს ქუთაისის მიმართულებით. ხოლო, მაგალითად თბილისში ან თუნდაც ქუთაისში ეს ერთი და იგივე პრინციპით მუშაობს, ქუთაისშიც იგივე ლოგიკა უნდა იყოს განვითარებული, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა იყოს ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი, ანუ პროგრამების ნაწილში. აქაც სპეკულაცია იყო ფაკულტეტი, პროგრამა და ასე შემდეგ. მე მგონი ძალიან ნათელია სურათი. მაგალითად, იურიდიული მიმართულება, ბიზნესის მიმართულება, ეკონომიკის მიმართულება უნდა იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი პროგრამა. ლოგიკა იყო შემდეგნაირი: ტრადიციები, იყო ასევე გამოცდილება, იყო აკადემიური პერსონალის ნაწილი, ასევე რა თქმა უნდა იყო უნიკალურობის მომენტიც, თუმცა უნიკალურობის მომენტი არ უნდა იყოს აცდენილი მის ტრადიციულ გამოცდილებას. გახსოვთ პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენს დედა უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედა უნივერსიტეტის, ანუ ფლაგმანი უნივერსიტეტის სტატუსი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური და სხვადასხვა მოტივაციის გამო თავის დროზე წაართვეს. შესაბამისად, ეს იყო მთავარი მოტივაცია ამ ნაწილში. იმ უნივერსიტეტებში, სადაც აღმოჩნდა დადარბების დროს გადადულაბება პროგრამებისა, შესაბამისად გადაინაცვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე დროს, თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადაინაცვლა ტექნიკურმა მიმართულებებმა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც.

ასევე შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მილივად რეჟიმში გადავიდა მედიცინის მიმართულება, რადგან ჩვენ ვთქვით, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უნდა იყოს მედიცინის მიმართულებით ფლაგმანი. მის ისტორიულ ნაწილში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაპარაკია განათლების მიმართულებაზე და პედაგოგიკის მიმართულებაზე, მათ განესაზღვრათ ძირითადი ნაწილი. ერთადერთი განყენებული ასე ვთქვათ და სპეციფიკური მიმართულება იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა