დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვა ბუნების სიყვარულთან ერთად, ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის და მომავალი თაობების დაცვასაც გულისხმობს. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მწვანე ეკონომიკისა და ეკო - განათლების განვითარებას. შესაბამისად, სხვადასხვა პროექტები რომლებსაც საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ვახორციელებთ მოიცავს, როგორც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასა და ემისიების შემცირებას, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრადი ეკონომიკური სარგებლის მიღებას.
სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულად დაუახლოვდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ქვეყანაში შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება გავხადოთ მინიმალური.
რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა ყველას საქმეა - სახელმწიფოს, ბიზნესის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის.
სხვა სიახლეები
ბათუმში მასშტაბურ გასტრონომიულ ფესტივალ „გემოფესტზე“ ირაკლი კობახიძე და მარიამ ქვრივიშვილი იმყოფებოდნენ
06.09.2026.21:51
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმში, "გემოფესტზე" იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა გასტრონომიული ფესტივალის ფარგლებში მოწყობილი პავილიონები დაათვალიერა, რომელიც სამეწარმეო სივრცეებთან ერთად, აგროზონას, ღვინის, კულინარიულ და საბავშვო სივრცეებს აერთიანებს.
ფესტივალში 20-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ შორის არიან აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.
"გემოფესტი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 2022 წლიდან იმართება და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი კერძები, ასევე მონაწილეობა მიიღონ გასართობ ღონისძიებებში.