დღეს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს
დღეს, გერმანიაში, მიუნხენში ევროპის ჩემპიონატი გაიხსნება. 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 51 მატჩი გაიმართება.
ტურნირის გახსნით მატჩში, ტრადიციულად მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
იულიან ნაგელსმანის გუნდის მეტოქე შოტლანდიის ნაკრები იქნება. მატჩი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.
ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. პირველ გუნდს „ჯვაროსნები“ 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ.
კალენდარი:
14 ივნისი - გერმანია - შოტლანდია - 23:00 საათი;
15 ივნისი
უნგრეთი - შვეიცარია - 17:00 საათი;
ესპანეთი - ხორვატია - 20:00 საათი;
იტალია - ალბანეთი - 23 საათი;
16 ივნისი
პოლონეთი - ნიდერლანდები - 17:00 საათი;
სლოვენია - დანია - 20:00 საათი;
სერბეთი - ინგლისი - 23:00 საათი;
17 ივნისი
რუმინეთი - უკრაინა - 17:00 საათი;
ბელგია - სლოვაკეთი - 20:00 საათი;
ავსტრია საფრანგეთი - 23:00 საათი;
18 ივნისი
თურქეთი - საქართველო - 20:00 საათი;
პორტუგალია ჩეხეთი - 23:00 საათი;
19 ივნისი
ხორვატია - ალბანეთი - 17:00 საათი;
გერმანია - უნგრეთი - 20:00 საათი;
შოტლანდია - შვეიცარია - 23:00 საათი;
20 ივნისი
სლოვენია - სერბეთი -17:00 საათი;
დანია - ინგლისი - 20:00 საათი;
ესპანეთი - იტალია - 23:00 საათი;
21 ივნისი
სლოვაკეთი - უკრაინა - 17:00 საათი;
პოლონეთი - ავსტრია - 20:00 საათი;
ნიდერლანდები - საფრანგეთი - 23:00 საათი;
22 ივნისი
საქართველო - ჩეხეთი - 17:00 საათი;
თურქეთი - პორტუგალია - 20:00 საათი;
ბელგია - რუმინეთი - 23:00 საათი;
23 ივნისი
შვეიცარია - გერმანია - 23:00 საათი;
შოტლანდია - უნგრეთი - 23:00 საათი;
24 ივნისი
ალბანეთი - ესპანეთი -23:00 საათი;
ხორვატია - იტალია - 23:00 საათი;
25 ივნისი
ნიდერლანდები - ავსტრია - 20:00 საათი;
საფრანგეთი - პოლონეთი - 20:00 საათი;
ინგლისი - სლოვენია - 23:00 საათი;
დანია - სერბეთი - 23:00 საათი;
26 ივნისი
სლოვაკეთი - რუმინეთი - 20:00 საათი;
უკრაინა - ბელგია - 20:00 საათი;
ჩეხეთი - თურქეთი - 23:00 საათი;
საქართველო - პორტუგალია - 23:00 საათი;
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.