დღეს იუსტიციის სახლი 127 ფილიალით ოპერირებს - ვახტან ჟვანია
დღეს იუსტიციის სახლი 127 ფილიალით ოპერირებს - ამის შესახებ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს იუსტიციის სახლი ოპერირებს 127 ფილიალით და, ასევე, ჩვენ სერვისების მიწოდებას ვახორციელებთ მობილური იუსტიციის სახლებითაც.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი იუსტიციის სახლის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის მცხეთა, ასევე ზოტი და ჭალა. ბოლოსკენ არის ასევე მშენებლობის პროცესი ახმეტაშიც, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მალე ამ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში იუსტიციის სახლები იქნება წარმოდგენილი და იქაც ზუსტად 500-ზე მეტი სერვისით სარგებლობას შეძლებენ ჩვენი მოქალაქეები, როგორც, თუნდაც, ცენტრალურ იუსტიციის სახლში, თბილისში.
რა თქმა უნდა, ეს არ არის დასასრული. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ სახელმწიფო შესყიდვა წალენჯიხის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე. მოგეხსენებათ, წინა წელს მინისტრმა დააანონსა წალენჯიხაში იუსტიციის სახლის მშენებლობა და, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს ნათქვამ სიტყვას პასუხისმგებლობით ვეკიდებით. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი უკვე დაძრულია. განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვა, გამოცხადდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ააშენებს წალენჯიხის იუსტიციის სახლს.
რა თქმა უნდა, როცა ვლაპარაკობთ ლოკაციების ზრდაზე, ბუნებრივია, ეს არ არის ქაოტური პროცესი. ამ პროცესს და ლოკაციის არჩევას ყოველთვის საფუძვლად უდევს კვლევა. ამ კვლევის საფუძველზე ხდება საჭიროებების განსაზღვრა მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად და მერე უკვე იუსტიციის სახლს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აირჩიოს, საჭიროა შენობის აშენება თუ მობილური იუსტიციის სახლი დაფარავს ამ საჭიროებებს.
სწორედ ამიტომ, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვგეგმავთ და უკვე ვასრულებთ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ვგეგმავთ მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობის ზრდასაც, რადგან მობილური იუსტიციის სახლი ბევრად უფრო ეკონომიურია და ნაკლები ხარჯი უჯდება სახელმწიფოს. ამიტომ, სწორედ ამ გონივრული და სწორი პოლიტიკის საფუძველზე ხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.
მთავარი, რასაც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს, არის დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო სერვისი, რომელიც ადამიანს სჭირდება, მისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ ხელმისაწვდომობაში არ იგულისხმება მარტო ლოკაცია და სახლთან ახლოს ყოფნა კონკრეტული იუსტიციის სახლისა; ამაში იგულისხმება კომფორტული გარემო, სერვისის მიწოდების ხარისხი და, ასევე, ყოველდღიური განვითარება, რომელიც ჩვენი მთავარი მიზანია ყოველდღიური საქმიანობის ნაწილში“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.
სხვა სიახლეები
მობილურმა იუსტიციის სახლმა ევროპის მასშტაბით ჯილდო მოიპოვა - ვახტანგ ჟვანია
29.07.2026.16:39
მობილურმა იუსტიციის სახლმა ევროპის მასშტაბით ჯილდო მოიპოვა - ამის შესახებ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„რეალურად, რამდენიმე ხნის წინ მობილურმა იუსტიციის სახლმა, რომელიც არის იუსტიციის სახლისმორიგი ინოვაციური პროექტი და რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ნაკლები ხარჯებით ზუსტადიგივე სერვისები მივაწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს, როგორც, უკვე ვახსენეთ, იუსტიციისსახლებშია ხელმისაწვდომი, ევროპის მასშტაბით მიიღო ჯილდო.
ეს ჯილდო ეხება საჯარო მმართველობის განვითარებას, ოღონდ ინოვაციური მიმართულებებით. ამჯილდოს მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ, როცა გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, რომლებიც სერვისის მიწოდების ნაწილში დიდი გამოცდილებითგამოირჩევიან და აქვთ საკმარისი ცოდნა იმისა, რომ ზუსტად დააიდენტიფიცირონ, რამ შეიძლებახელი შეუწყოს სერვისების მიწოდების განვითარებას, ზოგადად ევროპის მასშტაბით, გამოარჩიესმობილური იუსტიციის სახლი.
ბუნებრივია, ეს არის დასტური იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სახლის პოლიტიკასწორია და სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველო არისერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო, სადაც სერვისების მიწოდება თითქმის ყოველდღიურ რეჟიმშივითარდება და ის მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეზეა ორიენტირებული.
ეს არის დასტური და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მამოტივირებელი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომარ გავჩერდეთ ამ მიღწევებზე და ყოველდღიურ რეჟიმში ვეცადოთ, რომ დამატებით, უფრო მეტადმოქალაქის ინტერესებზე მორგებული პროექტები შევთავაზოთ საზოგადოებას.
ასე რომ, ამ ნაწილში, ბუნებრივია, ერთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ გვქონდეს რესურსიამ პროექტების განხორციელებისა, და მეორე ნება.
თქვენ კიდევ მოგეხსენებათ, რომ დღეს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს განსაკუთრებული ნებაიმისა, რომ რაც შეიძლება მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში და, რა თქმაუნდა, სერვისების გაცემის ნაწილშიც“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.