მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

დღეს მინდა ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას - ზურაბ აბაშიძე

news image
mbc image

თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერების ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა ბექა დავითულიანმა, თინათინ ნიბლოშვილმა და ლევან ჯაფარიძემ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ და ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა, ასევე დიდუბის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, საკრებულოსთვის პატივია ასეთი ძვირფასი და სახელოვანი ქალბატონების მასპინძლობა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ვმასპინძლობთ ქალბატონებს, რომლებმაც თავიანთი პროფესიული გზით, ნიჭითა და ერთგულებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ისტორიაში. განსაკუთრებული პატივით მინდა მივესალმო „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს, რომლებმაც ეს მაღალი აღიარება 2025 წელს მოიპოვეს.

თქვენი საქმიანობა მხოლოდ პროფესიულ წარმატებას არ გულისხმობს, თქვენ ხართ ადამიანური ღირებულებების ის მაგალითი, რომელზეც უნდა გაიზარდონ მომავალი თაობები. დღეს მოკრძალებით გვინდა მოგილოცოთ დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე და ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პოეტი და მხატვარი თინათინ მღვდლიაშვილი; ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი; დიქტორი და მსახიობი თინა მგალობლიშვილი; ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თინათინ ბუკია; მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნანული აბესაძე; მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი მრავალი ათწლეულის განმავლობაში მანანა თოდაძე; კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნანული სარაჯიშვილი; მუსიკოსი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი ლეილა მუმლაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბაზისო-თემატური გეგმის მომზადების საკითხზე საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა

11.09.2026.16:44

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს შეხვდა. საორგანიზაციო შეხვედრაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები, დაგეგმილი სამუშაოები და თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

საბაზისო-თემატური გეგმა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მოწესრიგებულ განვითარებას, ქაოსური განაშენიანების პრევენციასა და მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებას. დოკუმენტზე საპროექტო კომპანია „სითი ინსტიტუტი“ მუშაობს.

მუნიციპალიტეტის მერიაში შემდგარ შეხვედრას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, სამტრედიის საკრებულოს, ასევე, მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, საპროექტო ჯგუფთან ერთად გეგმარებითი არეალიც დაათვალიერეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა