დღეს საქართველოს ICT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გახუთმაგებულია და 50 000 - 52 000 ადამიანს უტოლდება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ამ დარგს l ვაკო თურნავა
დღეს საქართველოს ICT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გახუთმაგებულია და 50 000 - 52 000 ადამიანს უტოლდება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ამ დარგს , - აღნიშნულის შესახებ, პარლამენტის წევრმა ვაკო თურნავამ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში განაცხადა.
,,დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ იმას რომ ჩვენ ეკონომიკის მეოთხე მაჩვენებელი არის აიტი სექტორი და მიახლოებით 2025 წელს $1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ანუ შემოსავალი ჩვენს ქვეყანაში იყო 1.2 მილიარდი. ეს არის სუფთა ექსპორტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარეთ გადის და შემოდის ეს ვალუტა ჩვენ ქვეყანაში. მიახლოებით, საშუალო ხელფასი ICT სექტორში არის 4000-4500 ლარი, მაგრამ კონკრეტულად IT სექტორში 7000-7500 ლარზე მეტი. ეს იმას მეტყველებს რომ ამ სექტორში არის 3.5-ჯერ მეტი ხელფასი ვიდრე გვაქვს ქვეყანაში. დღეს საქართველოში მიახლოებით 50 000 -52 000 ადამიანი არის დასაქმებული ამ კონკრეტულ სფეროში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ამ სფეროში სექტორს. მინდა გითხრათ რომ სადაც ხუთი წლის წინ 10 000 თანამშრომელზე ნაკლები ყავდა სხვადასხვა კომპანიებს ერთად რომ აგვეღო, რაც გახუთმაგებულია. რა თქმა უნდა ამას ემატება ის რომ 12 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს უკვე ამ სფეროში და უფრო პოპულარული გახდა. ნელ-ნელა ეს ტენდენციები უფრო ვითარდება და ეს შეუქცევადია. პირიქით, ამ სფეროში მე არ ვიცი არცერთი ადამიანი, რომელმაც ასე თუ ისე ნორმალურად იცის ეს სფერო და დაუსაქმებელია. დღეს თუ საქართველოში ვერ პოულობ, რაც ძალიან იშვიათად არის, შეგიძლია ნებისმიერ პლატფორმაზე იპოვო სამსახური და უკვე საქართველოდან იმუშაო კიდევაც და რეალურად ეს არის ის სწორი მიმართულება სადაც უკვე ქართველს შეუძლია საქართველოდან ნებისმიერ წერტილში ემუშაოს და აღარ სჭირდება რელოკაცია”, - აცხადებს ვაკო თურნავა.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.