დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.
17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ოზურგეთში. ათივე ქალაქში საყოველთაო მსვლელობა ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყება. შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იმართება.
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.
სხვა სიახლეები
ქართული საზოგადოება ამ ყველაფრის წინაშე მტკიცედ დგას და ყოველთვის დაიცავს სამშობლოს სუვერენიტეტს - ცოტნე ივანიშვილი
17.05.2026.12:00
მე მგონი კარგად დაინახა ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომ ეს ყველაფერი მანიპულაციურია, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - „საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ახალ ტალღას ითხოვენ. როგორია თქვენი პოზიცია?“
„ჩემი აზრით ქართული საზოგადოება ამ ყველაფრის წინაშე მტკიცედ დგას და ყოველთვის დაიცავს სამშობლოს სუვერენიტეტს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
ცოტნე ივანიშვილი საყოველთაო მსვლელობას შეუერთდა.
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.