დღეს, სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიურ ანგარიშს განიხილავენ, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარადგენს. ანგარიში მოიცავს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად შენარჩუნდა. 2025 წელს ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მისცა მნიშვნელოვნად შეევსო საერთაშორისო რეზერვები. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება - 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 6.47 მლრდ აშშ დოლარია. რაც შეეხება საბანკო სექტორს, ანგარიშის თანახმად, საბანკო მაჩვენებლები ჯანსაღია, ხასიათდება მაღალი კაპიტალიზაციით და აქტივების მაღალი ხარისხით.
სხვა სიახლეები
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
24.10.2026.15:22
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.